Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება
9:44 PM
ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება

ვერძი

წარმოიდგინო შურისძიებით სავსე ვერძი- საკმაოდ რთული საქმეა. თუ ვინმე ვერძს შეეხება, მას პასუხისთვის ლოდინი არ დასჭირდება, ვერძი მყისვე გაუსწორდება ყოველგვარი შესავალის და დაყოვნების გარეშე. ეს კი უფრო ჯანსაღ და ნორმალურ რეაქციად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე შურისძიებად. მეტსაც გეტყვით, თუ ვერძის შეურაცხმყოფელი მიუწვდომელია და მასთან ანგარიშის გასწორება მანძილის ან სხვა დაბრკოლების გამო ვერ ხერხდება, ვერძს ერთი საათის შემდეგ შეუძლია ყველაფრის დავიწყება, და ერთი დღის შედეგ შეიძლება ეხვეოდეს და კოცნიდეს თავის მაწყენარს. აქედან გამომდინარე, ძალიან გეგმაზომიერად და სერიოზულად უნდა შეაწუხოთ ვერძი, რომ მას შურისძიების სურვილი გაუჩნდეს.

 

ვთქვათ, ყოველდღე ხმამაღლა ილაპარაკოთ მის ნაკლოვანებებზე მისი შეყვარებულის თანდასწრებით. მართალია, თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, რომ იქვე მიიღოთ საკადრისი პასუხი, მაგრამ თუ სიმამაცე გეყოფათ გააგრძელოთ იგივე სულისკვეთებით, სულ მოკლე ხანში ვერძი გამტკიცდება იმაში, რომ უნდა გაგანადგუროთ. დიახ, ზუსტად ასე. ვერძის შურისძიება რადიკალურია. ის არ წავა რამე წვრილმან საპასუხო ზომებზე. ვერძს მხოლოდ ერთი აინტერესებს – მისი შურისძიების ობიექტი საერთოდ გაქრეს, მისი მხედველობის არიდან მაინც, რის მიღწევასაც ვერძი თანმიმდევრულად შეეცდება. ვერძი შეეცდება გაიძულოთ გადახვიდეთ სხვა ორგანიზაციაში ან საერთოდ თქვენს ოჯახთან ერთად გადასახლდეთ სხვა ქალაქში. რაც დამახასიათებელია ვერძისთვის ის ამას თავდაცვად ჩათვლის და არა შურისძიებად.

 

კურო

ვერძის მსგავსად, კუროს შურისძიების გაღვიძება არ არის იოლი საკითხი, ამისთვის კარგად უნდა გაისარჯოთ. კურო არ იჩქარებს პასუხის გაცემას მანამდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ მისი მოწინააღმდეგე ნაძირალაა. სამაგიეროდ მისი შურისძიება გაცილებით დახვეწილი და დაუნდობელი იქნება, ვიდრე ვერძის.

სავარაუდოთ, ვენდეტას ფუძემდებელი ეს ნიშანი უნდა იყოს. კურო შურისძიებისას, როგორც წესი, გულმოდგინედ და გეგმაზომიერად უკეტავს მოწინააღმდეგეს ყველა წყაროს და არხს. კურო კი ისეთი ნიშანია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო, ყოველთვის ამ არხების და წყაროების გასაღების, თუ გინდ ჩამკეტის მფლობელია. მაგალითად, სამეგობროში კურო ხშირ შემთხვევაში არის წვეულებების თუ ქეიფების მომწყობი, სასმელ-საჭმლის შემომტანი და ასევე მოდის და გემოვნების ფარული კანონმდებელი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უპირობო ლიდერია. არა, საქმე სხვა რამეშია, მას უბრალოდ ნებისმიერ საკითხზე აქვს თავისი საფუძვლიანი და წონითი აზრი. აქედან გამომდინარე, ის არავის ახვევს თავს ახალ აზრებს და ახალ ნაცნობებს- ის მხოლოდ იწონებს ან იწუნებს იმას, რაც სხვებს შემოაქვთ. ასე რომ თუ თქვენ დაიმსახურეთ კუროს შურისძიება, მზად იყავით იმისთვის, რომ კურო უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას მოგცემთ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი მისწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ "გემრიელი ლუკმის გარეშე დარჩებით” და იზოლირებულნი იქნებით. და თუ ვინმე შეეცდება თქვენს დაცვას, კურო მასაც ამოწერს სიიდან და ასე მეათე მოდგმამდე. მნიშვნელოვანია, რომ გაუქმებას ეს სანქციები თითქმის არ ექვემდებარებიან. იმისთვის, რომ ახლიდან დაიმსახუროთ კუროს ნდობა და პატივისცემა, იმდენი უნდა უბოდიშოთ და ინანიებდეთ, რომ აჯობებს თავი ჩამოიხრჩოთ.

 

 

ტყუპები

ზოდიაქოს ერთერთი მთავარი უბედურებათაგანი. საქმე იმაშია, რომ ტყუპების მეტი წილი ოცნებობს იმაზე, რომ დიდებული, პატივცემული და ცნობილი იყოს, მაგრამ მათ ასე არავინ ღებულობს. ამიტომ, მოანდომო ტყუპებს შურისძიება, ძალზე მარტივია. და თუ გეღირსათ ტყუპების შურისძიება, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ წარმოუდგენელი ჭორების, მითქმა-მოთქმის და დაუფარავი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების მთავარი გმირი.

ყმაწვილ ტყუპებს შეუძლიათ ჩხუბიც კი ატეხონ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც რატომღაც ყოველთვის გაცილებით ძლიერია და ამის გამო ცოტა ხანში შეიძლება სადღაც კუთხეში სლუკუნებდნენ. მაგრამ თუ ეს იყო ვირტუალური ჩხუბი, მაშინ ტყუპები ნებისმიერს მოერევიან. ასე რომ, სერიოზული შურისძიება ტყუპებს შეუძლიათ შორი მანძილიდან, ვთქვათ ინტერნეტით ან ტელეფონით, ან შეიძლება რამე ვირუსი გამოგიგზავნოთ წერილით, ეს მათი სტილია.

ამასთანავე ტყუპების უმეტესობას განწყობა ამინდზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. დილით შურისძიების წყურვილით აღზნებულნი, შუადღისას ისინი შესაძლოა ურთიერთმომგებიან საქმეს გთავაზობდნენ ანდა ახალმოგონილ ჭორებს გიზიარებდნენ შურისძიებისთვის ამორჩეულ ახალ სამიზნეზე. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ ტყუპების შურისძიების არ უნდა გეშინოდეთ, ძალიან შეცდებით. პირველყოვლისა, ადამიანები მზად არიან დაუჯერონ ყველაზე წარმოუდგენელ ჭორებს თანაც სიბინძურის ჩამორეცხვა არც ისე იოლია.

და მეორეც, ტყუპებს აქვთ ჩვევა, იცოდნენ ყველაზე ყველაფერი და ახალი ჭორის გავრცელებისას, შეიძლება უნებლიედ ისეთი ინფორმაციაც გასცენ, რაც თქვენთვის არასასურველი იქნება და შეიძლება მტკივნეულიც. საერთოდ, იმის ცოდნა, რომ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის სამყაროს მართავს, ტყუპებში ინსტინქტურ დონეზე დევს.

 


კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1414 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 3.4/5
სულ კომენტარები: 2
2011-10-16 - 3:25 PM

mec tyupebi var da rac weria yvelaperi martalia

2011-07-05 - 5:54 PM

ვააა ტყუპები ნახე რააა!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.