Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » ჟოლოსფერი
3:41 PM
ჟოლოსფერი

ვმკურნალობ დეპრესიას.
ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და
დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე.
მერე მბეზრდება,
მბეზრდება სარკე,
ერთფეროვანი გამომეტყველებით
და ვიჭრი თმას,
მოკლედ თან ბანალურად.
კითხვაზე რატომ?
ვმკურნალობ დეპრესიას.
ვიცვამ მაღალქუსლიანს ,
მუხლამდე ,
ან კიდევ უფრო მოკლე კაბას.
გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს.
ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი.
გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ
ერთიორ ფრაზას,
შველისო,
ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად.
რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ
ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში
და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს,
უფრო მუქ ტონში.
კითხვაზე: დეპრესია გაქვს?
ვპასუხობ: არა,
შეყვარებული ვარ ალბათ და..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-07-11 - 6:12 PM

love love love love applause applause applause applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.