Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » უპატრონე....
4:57 PM
უპატრონე....

.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი....
მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი...
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა....
შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას...
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი...
მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი....
..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე სენს სურვილებს...
შემისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე...
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს.....
დამტოვეს შენთან...
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები...
მზე სემოსწირე ცემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან...
მკითხე თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას...
როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას, როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან...
შიგნითაც როგორ შემიყვანეს, ჩაკეტეს კარი......
როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს
ად როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბრაზი...
ძველ სიგიჟეზე, ლოთობაზეც მკითხე რამე, ძველ სიგიჟეზე ათასჯერ რომ შევცვალე ახლით....
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი...
იტირე ჩემი წარსულისათვის , იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით.....
მოვედი შენთან დაღლილი, აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე...
მაჩუქე ფიქრი...
..............გამომიგონე.............. შეაერთე ყოველი ნატვრა, გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი........
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე
შემომიტყუე, შემომიშვი მეც მაგ საზღვრებში.....
მხოლოდ ჩემს მკერდზე გაათენე შენი დღეები...
შეაკოწიწე ჩემი მზერა.....ჩამალე შენში....
..............გამომიგონე............... დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს.......
შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს.......
მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უსენობით,
მე შენთან ვდგავარ, მოვარწიე, დამტოვე შენთან......
მე დაღლილი ვარ , მე შიგნიდან გამომწვარი ვარ.......
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე
მოვედი შენთან.......... უპატრონე ჩემს მონატრებას......
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები....
მე გამაწამა, გადამთელა ქალაქის სევდამ......
მე გამაწამა და ჩამქოლა კიდლების ხროვამ.......
მოვედი შენთან...... უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს......
მერე ზაფხული მომანატრე, მერე მიჩვენე......
ზაფხულში თვითინ შემიძეხი, როგორც ყვავილი......
შენი ტუჩებიც მომანატრე ყოველ კოცნის წინ......
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჩრილობა.......
გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და წუჭყი.......
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე....
დამტოვე შენთან...... მიპატრონე.... მიტირე შენში....
........გამომიგონე....... დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 940 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.