Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » თუ მომკლავთ
4:30 PM
თუ მომკლავთ


მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს,
აპრილი მეხვევა მხრებზე...
თუ მომკლავთ,
ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
ატმებთან მომკალით მზეზე!
მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად,
ვიცხოვრე,ვეწამე,ვთესე...
თუ მომკლავთ,
სხვის კარზე ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
მომკალით მამულის მკერდზე!
ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული,
ხმალი მამულისთვის ვლესე!
ნუ მომკლავთ,
უბრალოდ ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
თუ მომკლავთ-დიდგორის ველზე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 746 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.