Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
8:14 PM
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია…
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები…
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა…
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!…
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია…
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
…იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს…
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ…
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ…
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია…
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია…
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე…
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე…
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი…
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი…
წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია…
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 832 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.