Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » წამო რა
6:31 PM
წამო რა

.წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
წამო,
აღარ ვითხოვ მოწყალებას
ყალბი სინანულის ნარჩენისთვის,
წვიმას გაზაფხული დაუტბორავს
მარტის უკანონოდ გაჩენისთვის.
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად
ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 741 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-05-17 - 1:29 AM

dzalian momwons...:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.