6:14 PM თითქმის ყველაფერი კოცნის შესახებ… | |
ერთი კია, ყველა ეს სასარგებლო თვისება მჟღავნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოცნა სასურველია, იმასაც ამბობენ, რომ ვისაც კოცნა უყვარს, საშუალოდ 12 წლით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვისაც არ უყვარსო… ტუჩი ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითების დაბოლოებები, კოცნის დროს გულის პულსი 100 დარტყმაზე მეტია. კოცნის დროს ერთი ადამიანისგან მეორეში გადადის 274 ბაქტერია, საბედნიეროდ ამათგან საშიში არცერთი არაა ;) ადამიანის მსგავსად კოცნა ცხოველებიდან შიმპანზეს და ძაღლს შეუძლია. შუა საუკუნეების იტალიაში,თუ მამაკაცი აკოცებდა ქალს ვალდებული იყო ცოლად მოეყვანა. ქალაქ ნეაპოლში ქუჩაში კოცნის დაფიქსირების შემთხზვევაში ქალსაც და კაცსაც პატიმრობა ემუქრებოდა,ხოლო თუ ამას სასულიერო პირის წინ ჩაიდენდნენ სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდათ. იაპონიაში უღირს საქციელად ითვლება სხვისი თანდასწრებით კოცნა, ამიტომ იქ მეგბრული კოცნაც დაუშვებელია. ადამიანი ცხოვრების მანძილზე 2 კვირას კოცნაში ატარებს. ვნებიანი კოცნა ტვინში ქიმიურ რეაქციებს იწვევს, ზუსტად ისეთს, როგორიც პარაშუტით ხტომის ან პისტოლეტით სროლის დროს ხდება. კოცნა პირის ღრუს საუკეთესო ჰიგიენაა, საღეჭ რეზინზე კარგად კარიესს კოცნა შველის, უკეთესი იქნება ყოველი ჭამის მერე კოცნა და თქვენ კარიესი არასდროს დაგემუქრებათ. გამოკითხვებით გაირკვა, რომ მამაკაცებს რომლებიც სახლიდან გასვლის წინ ცოლს კოცნიან, უფრ მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამას არ აკეთებს :D | |
|
სულ კომენტარები: 0 | |