10:39 AM თეთრ კუბოზე საათი გაჩერდა.. | |
ჩუმი მუსიკა - თითქმის მელოდრამა... უაზრო სიცოცხლე - თითქმის გარდაცვალება... მზისფერი მთვარე - თითქმის ფანტაზია... თეთრ კუბოზე საათი წიკწიკებს. ეს არსება მარტოა და ტირის ცხოვრებაში მხოლოდ ცრემლებს ითვლის, მას სიყვარული არ არ შეუძლია სიკვდილ-სიცოცხლის ფერები არეული აქვს... თვითონ მარტოობაა,მაგრამ ეს მარტოობამ არ იცის, თვითონ სიყვარულია,მაგრამ ეს სიყვარულმაც არ იცის, როცა გაიგებენ,მაშინ უკვე გვიან იქნება დროის სივრცეში საათის ისრები დაიკარგება... სამწუხაროდ გარდაიცვალა,ეხლა უკვე გვიანაა: ცოტა მოფერება,ცოტა ჩახუტება, ცოტა დაფასება,ცოტა თანადგომა, ცოტა სიყვარული,სულ ცოტა სიყვარული... რა მოუვიდა? - თავი მოიკლა...სამწუხაროა, უკვე გვიანაა:ბევრი დამწუხრება, ბევრი ტირილი,ბევრი კივილი,ბევრი შეწუხება თეთრი კუბო, შავ მიწაში იმარხება... ჩუმი მუსიკა - უკვე მელოდრამა... უაზრო ცხოვრება - უკვე გარდაცვალება... მზისფერი მთვარე - უკვე რეალობა... თეთრ კუბოზე საათი გაჩერდა.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |