Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » ტაძრისკენ მიმავალი გზა
6:00 PM
ტაძრისკენ მიმავალი გზა

 


ჩვენ უკვე `ეპოსში~ ვართ. მალე ქენით, ძალიან მაგარი პონტია ბიჭებიც მოვიდნენ~
- ზურა, ამოდი, გეხვეწები გეყოფა, გველოდებიან . . .
- ახლავე, სიხარულო, მოვდივარ . . . მაგრამ კიდე რომ მინდა? იცი რა მაგარია?
- არა, გევედრები გეყოფა, მცივა . . .
როგორც იქნა ბიჭი ამოვიდა ზღვიდან, შეიმშრალა და ნელ-ნელა ჩაცმას შეუდგა. მაღალი ტანის, სპორტული აღნაგობის მამაკაცს გოგო თვალს არ აშორებდა . . .
- მაისური დავასველე, არა უშავს მაინც ხო სადენსაოდ მივდივართ . . .
- გინდა ჯერ სახლში ავიდეთ, გამოიცვალე და მერე . . .
- არა, იყოს, მაგრამ ეს დანა სად წავიღე? ჯიბეში აღარ დევს . . . აი დამვარდნია . . . საით მივდივართ?
- `ეპოსში~ არიან . . .
- ხარაშოო, მაშინ გავწიეთ `ეპოსისკენ~
ბიჭმა ხელი გადახვია გოგოს, ის თითქოს ცოტას კანკალებდა, ბიჭმა გულზე მიიხუტა და გზა ისე განაგრძეს . . .
- ზურა დღესაც მოწიე?
- საიდან მოიტანე? დღეს მთელი დღეა გვერდიდნ არ მომშორებიხარ და სად მოვწევდი, ჩემს თავს გაფიცებ?!
- არ ვიცი, მაგრამ, რაღაც სხვანაირად იქცევი დღის მეორე ნახევარში . . .
- რაა?
- სახლში გამოსაცვლელად რომ ავედი ნასადილევს, შენ არ ამოხვედი, რომ დავბრუნდი, რაღაცნაირად . . .
- რა რაღაცნაირად? კარგი რა, ნინ . . . რა გემართება? არ ვარ, ეს დედა აფეთქებული, დაბოლილი, შენს თავს ვფიცავარ, დღეს არ მომიწევია . . . აი, ტაქსი, მაიცა გავაჩერებ . . .
- არა, ზურა, მოიცა!
- რა იყო?
- ფეხით მირჩევნია . . .
- კარგი, მაშინ მოიცა სიგარეტს ვიყიდი . . .
ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა, გოგოს ხელი ისევ გადახვია და გზა განაგრძეს . . .
- იქ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა . . .
- სად გოგო? გინდა გადამრიო?
- ხო იცი, მე ვერაფერს გამომაპარებ!
- გეუბნები არაფერი მომხდარა თქო და რაღა გინდა?
- გია რატომ გავარდა ისე მალე ჩემს დანახვაზე? რა მოუვიდა?
- არაფერიიიი! ვააა, ეს ვინაა, ტო? ეჭვიანი ხარ მაგარი!
- ახლა მაინც რა შუაშია ეჭვიანობა?
- აბა რა გინდა? გია ხო გოგო არაა?
- მერე ეგ ვინ გითხრა?
- კარგი, რა, ნინ, რა . . . ნინ . . . ნინი . . .
ნინი ზურას მკლავებში მოექცა, ბიჭი კი გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა და სიბნელეში ლამპიონების შუქით მხოლოდ ცრემლი დაინახა მინაბულ გოგოს სახეზე . . . ტაქსი გააჩერა და სახლში წაიყვანა . . .



* * *�
- ზურა, ექიმი გამოდის . . .
- რა ხდება, ექიმო? საშიში არის რამე?
- მეუღლეა თქვენი?
- დიახ . . .
- ცოტა დასვენება სჭირდება. ორი სამი დღე ლოგინიდან არ ადგეს, არ ანერვიულოთ და თვალყური ადევნეთ, რომ რაც შეიძლება კარგად იკვებოს! ისე როგორ ჭამს საერთოდ?
- არ ვიცი, არ ვიცი, ეს დღეები რაღაც არ ჭამდა, არ ვიცი . . .
- კარგით! არაფერია სანერვიულო! დამშვიდდით!
- შეიძლება შევიდე?
- კი მაგრამ ახლა სძინავს, ეს ესაა ჩაეძინა . . .
- გმადლობთ . . .
მკრთალი თეთრი ხელები ლოყასთან მიეტანა, სახე კი თეთრი თეთრი, მიტკალივით თეთრი ჰქონდა, შავი წამწამები დახრილი, ტუჩები კი დამსკდარი . . . ალბათ პირველად ნახა მეუღლე ასეთი უსუსური ზურამ . . . ხელზე შეეხო, ეამბორა და ძლივს ამოღერღა მისი სახელი, ჩუმად ადგა, შუქი ჩააქრო და გარეთ გავიდა . . .
- ვისკი თუ შეიძლება . . .
- ახლავე, ბატონო!
- ზურა, რა მოხდა?
- არ ვიცი, ნატა, უცებ გული წაუვიდა, თქენთან მოვდიოდით, ეს დედა აფეთქებული ცხოვრება რას გიმზადებს ადამიანს ხომ არავინ იცის! ვერაფერს გაიგებ!
- ინებეთ, ბატონო!
- გმადლობთ . . . ჭიქებიც მოიტანეთ სხვებისთვის . . .
- ახლავე . . .
- დაჩი, გია არ დაბრუნებულა, ბიჭო?
- არა, ერთ-ორ საათში მოვა, ცოტახნის წინ დავურეკე . . . ვიშოვეო…
- აუ, ჩემი, ახლა მჭირდება მაგრა . . .
- ხვალამდე მოითმინე, ძმაო, და ხვალ უკვე საკაიფოდ ვიქნებით!
- რაზე საუბრობთ?
უცებ გამოჩნდა ნატა, რომელიც მოახლესთან იყო გასული, ჭიქები უნდა გამოერთმია!
- არაფერზე, უბრალოდ დაჩიმ ვისკი მოინდომა და ვაწვალებდი!
- აჰა, დაისხით . . .
- ვაა, ამათ უყურე?!
- `სიყვარულით დაბოლილი~ წყვილი მოდის!
`დაბოლილი~ წყვილი ზურამ და დაჩიმ შეარქვეს ერთმანეთში ღრმა გრძნობების გამო! თუ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ ქვეყანა რომ დაქცეულიყო, მათთვის მაინც არაფერი ხდებოდა! ესენი იყვნენ მშვენიერი ცირა და ლევანი!
- როგორ ხართ? რას შვებით?
- შენ რა, არაფერი იცი? სად დაფრინავ, ბიჭო სად?
- დაანებე დაჩი თავი, როგორც ყოველთვის დაბოლილია ვერ ხედავ?
- რა მოხდა იტყვით ახლა?
- ლევან, შენი დეიდაშვილი ცუდად გახდა . . .
- რაა? რა მოხდა?
- გული წაუვიდა, ბუნგალოში მივდიოდით, თან ვსაუბრობდით და უცებ ჩაიკეცა . . .
- მერე?
- მერე არაფერი, გვერდით სახლში რომ ექიმი ისვენებს, იმას დავუძახეთ, გასინჯდა და ყველაფერი კარგად არისო რა . . .
- ეეე, კაიფობ, შეჩემა?
- არა, ტო რა დროს ხუმრობაა?! ისე კაი იქნებოდა შენ წაგსვლოდა გული . . .
- კაი რა, დაჩი, რა დროს ხუმრობაა . . . და რა არაფერია? აბა რაზე გახდა ცუდადო?
- რავი, აბა არაფერიაო და ახლა ძინავს ანგელოზივით . . .
მეგობრები საუბარს შეყვნენ, თან ვისკის მიირთმევდნენ, მოახლეს პატარა სუფრაც გაეწყო, ბაასობდნენ და დროც გადიოდა, ლევანს და ზურას უხასიათობა აშკარად ეტყობოდათ, ერთი მეუღლეზე დარდობდა, მეორე-დეიდაშვილზე, რომელიც მისთვის და უფრო იყო. მოქეიფეებს მალე გიაც შემოუერთდა, ბიჭებს თვალები სიხარულით აუცეცდათ, ნატას კი მეუღლის დანახვაზე, ცოტა არ იყოს, გაბრაზება შეეტყო . . .


* * *�
მშვენიერი ღამე იყო, ვარსკვლავები ცაზე კიაფობდნენ, მთვარე კი მალე დამალვას აპირებდა, როცა ნინის გამოეღვიძა . . .
- ღუდუშაური . . . გძინავს? ღუდუშაუროოო . . .
გოგომ ხელით შეანჯღრია ბიჭი . . .
- რა მოხდა, ნინ?
- გეძინა?
- ხო, მეძინა! რამე გტკივა?
- არა, არაფერი . . .
- რამე ხო არ გინდა? წყალი, ან წვენი, ან რამე?
- არა, არაფერი მინდა! მოდი რა ტერასაზე გავიდეთ ცოტახანი . . .
- აუ, არა, რა, გთხოვ, თან შენთვის ადგომა არ შეიძლება . . .
- რატომ?
- ექიმმა თქვა, ერთი-სამი დღე უნდა იწვესო, გაიგე, სიხარულო?
- გთხოვ, რა! მინდა!
- რატომ წუწუნებ, როცა არ შეიძლება?
- მე რომ მინდა?
ბიჭი წამოდგა, თმებზე ხელი გადაისვა და დოინჯშემორტყმული დაადგა გოგოს თავზე . . . გაუღიმა და უცებ მკვეთრი მოძრაობით გოგო ხელში აიყვანა, გოგომაც ყელზე ხელი მოხვია და თმები გააქნია . . . გავიდა ბიჭი ტერასაზე და დივანზე მოკალათდა, გოგო კალთაში ეჯდა . . .
- დავიღალე, ზურა . . .
- რისგან ნინ?
- არ ვიცი, რაღაც მოთენთილი ვარ, თითქოს მაგარი დაღლილი, არ ვიცი რა მჭირს . . .
- დღევანდელი გულისწასვლის ბრალია, ალბათ, ექიმმა - თქვა დასვენება სჭირდებაო, უნდა ჭამოს კარგადო!
- ხო მადაც დამეკარგა რაღაც . . .
- უნდა ჭამო გოგო! ექიმმა კიდე-ზურას არ უნდა ეკამათოსო, ნერვები არ უნდა მოუშალოსო, ყველაფერი უნდა დაუჯეროსო! . .
- ხო კაი, კაი, დარწმუნებული ვარ უკუღმა თქვი ყველაფერი . . . აუ ჩუმად! მოიცა . . . უსმინე! ვიღაცამ სიმღერა ჩართო . . . აუუ, ზურ, გესმის? უსმინე! არ გესმის?
- კი, ეს ის არ არის შარშანწინ რომ ვცეკვავდით? როცა ერთმანეთი გავიცანით? ხო ეგაა?
- ხო, გახსოვს თურმე, ჩემი სულელი. მოვუსმინოთ, თავს დაგადებ მკერდზე და თვალებს დავხუჭავ, წარმოვიდგენ რომ ისევ ვცეკვავთ . . . შენ ჩემკენ მოდიხარ, ცეკვას მთხოვ, მე წავიკეკლუცებ, ვითომ არ მინდა, არადა ერთი სული მქონდა, ჩემამდე მოგეღწია, მოხვედი, ხელი გამომიწოდე, მეც მორიდებით აგყევი, ახლოს მიმიზიდე, გავწითლდი, უცებ შენს მკლავებში აღმოვჩნდი და ვცეკვავდით . . . გახსოვს? ჩემი სიხარული, იცი როგორ მიყვარხარ?! მეშინია . . .
- რისი გეშინია, პატარა? მე ხომ შენთან ვარ . . .
ნახევარ საათში გოგოს ჩაეძინა . . .
- ჩემი სიყვარული . . . ჩაეძინა პატარას . . .
ზურამ ნინი ისევ ლოგინზე დააწვინა, საბანი გადააფარა და თვითონაც დამშვიდებული გვერდით მიუწვა . . .


* * *


- ხო, დე . . . მეუღლე გარეთ არის, ლევანთან ნარდს თამაშობს . . . აბა, როგორ?! მე მშვენივრად . . . ე, ზურამ რომ გითხრა იმ დღეს, არ ვიცი, მაგრამ ახლა მშვენივრად ვარ, რა გინდა დე? კარგი რა, ვჭამ ვაა . . . თბილადაც მაცვია . . . ხო საღამოს უფრო . . . დამშვიდდი! ხო, კარგი . . . მომიკითხე მამა, მართლა გერმანიში რა ხდება? ხოო? მიგზავნის გიო? კაი გაიხაროს! . . ქორწილში ხო აქაა? კაი, წავედი . . . წავედი . . . კაი, მეც . . . გადავცემ . . . კი შენი დისშვილი კარგად იქცევა! კაი კარგად!
ნინი ტერასაზე გავიდა და შეათვალიერა სიტუაცია . . .
- აბა ვინ იგებს?
- შენი ქმარი . . .
- დეიდაშენმა იკითხა ხო კარგად იქცევა ჩემი დისშვილიო?! არ მითქვამს ყურებამდე შეყვარებული რომ ხარ . . . ხო მართლა, სადაა ცირა? დღეს არ მოვა?
- კი მოვა . . .
- შენ კი ჩემო კარგო, სიდედრმა მოგიკითხა და შვილს მომიაროსო, არ გამიციოსო და მოკლედ ყველაფერი . . .
- ხო ხედავ ყველა მე მაბრალებს შენ რომ ცუდად იყავი . . .
- სულელო . . . ხო, მართლა, წავედი ახლა მე, დილით ნატამ დამირეკა, გიას ვეჩხუბეო და გადავალ, შენ რას იზამ?
- აქ ვართ რა, მივანგრევ ლევანას . . .
- იქით არ მიგანგრიო . . .
- კარგი წავედი, წავედი, ოღონდ ერთმანეთი არ დაჭამოთ . . .


* * *


- ზურა სახლშია?
- კი, ქალბატონო . . .
- ლევანი?
- არა, ლევანი სადღაც წავიდა . . .
- კარგი . . . ზურას უთხარი ჩამოვიდეს . . .
ბიჭი საცვლის ამარა ჩამოვიდა პირველ სართულზე . . .
- ზურა, გუშინწინ ისევ?
- რა ისევ?
- სახლში მთელი დღე მარტო ვიყავი, გოგოები იყვნენ, შენ გვიან მოხვედი, მალევე დაიძნე, თითქმის მხოლოდ ხუთი წუთით გნახე, ისიც მაშინ როცა მეც ჩავწექი . .
- მერე რა გინდა?
- კითხვა არ იცი რაში მდგომარეობს?
- არა!
- ნუ იცინი! სად იყავით შენ და გია?
- არსად! ზღვაზე, მერე კარტი ვითამაშეთ დაჩისთან, შემდეგ საღამოს ცოტა დავლიეთ და ბოლოს შენს გვერდით ლოგინში!
- მეტი არაფერი?
- არა?!
- ზურა, მე რომ ცუდად გავხდი, იმ დღეს ხო იცი რაზეც ვლაპარაკობდით? გიაზე, იმ დღეს გია სად იყო წასული? ან საღამოს რა მოიტანა? მოსაწევი? და მოწიეთ! მე რა გთხოვე? ნატაც ცუდად არის!
- ნატამ გითხრა?
- გუშინ შენი მაისურის სუნი არ მომეწონა, მაგრამ არაფერი გითხარი, ახლა ნატამაც მითხრა . . . ისინი ხომ სამი წლის ცოლ ქმარნი არიან?! ორი წლის პატარა ჰყავთ, ახლა ამათ რომ დაისვენონ ნატას მშობლებთან არიან, თქვენ კი დასვენების ნაცვლათ თავს იკლავთ?
- კარგი რა! ხო იცი როგორ მიყვარხარ? რა თავის მოკვლა? რა მოხდა? ჩვენ ხომ სისტემატურად არ ვეწევით?!
- მე ხომ გითხარი, მე ხომ გთხოვე? ჩემი თხოვნა, ნატას თხოვნა არაფერია?
- კარგი რა ნინ! კარგი რა!
- აღარ შემიძლია შენს თავს ვფიცავარ . . . აღარ შემიძლია ასეთი . . .
- რა ასეთი? ქმარი? თუ შეყვარებული? თუ საქმრო?
- ზურა ახლა გაუბერე იცი?! ჩვენ შეყვარებულებიც ვართ, დანიშნულებიც და უკვე ცოლ-ქმარიც, მერე რა რომ ჯერ ჯვარი არ დაგვიწერია, მერე რა რომ ჯერ ქორწლი არ გვქონია?! ჩვენ ხომ ერთად ვცხოვრობთ ნიშნობის მერე?! ქორწილიც იქნება . . . შენ ხომ ჩემი ქმარი ხარ! თუმცა აქ ზოგიერთს გარეთ შეყვარებულებიც კი ვგონივართ, მერე რა?
- აუ წავედი რა! საღამოს მოვალ!
- ზურა არ წახვიდე!
- თავი დამანებე! ნერვებზე ამშალე!
- ზურა გთხოვ . . .
- წადი შენი! . . .
ბიჭმა ჭიქა კედელს მიანარცხა . . .
- ზურა შენ ახლაც კაიფში ხარ! თორემ ასე როდის იყო რომ მელაპრაკებოდი?!
- წადი თქო გითხარი!
- ზურა!
- წავედი!
- ზურა არ წახვიდე! ცუდად ვარ!
ზურას კარის ზღურბლი უნდა გაევლო, ნინი გონწასული იატაკზე დაენარცხა . . .
- ნინიიიიიიიიიიი . . .


* * *�
- ჩემი ბრალია, ნერვები მოვუშალე . . .
- დასვენება სჭირდება . . .
- მეორედ უკვე ამ კვირაში, რაღაც ხდება და მიმალავთ!
- სანერვიულო არაფერია!
- რა ხდება ამის დედა ვატირე, ამასაც თავი როგორ ვერ უნდა დავანებო საყვარელი ქალის გამო?!
- ზურა რა მოხდა?
თვალები შუბლზე ჰქონდა ლევანს როცა, ოთახში შეირბინა . . . ანერვიულებული ჩანდა . . .
- რა დაემართა?
- არ ვიცი ძმაო არ ვიცი . . . შენ რომ წახვედი მალე მოვიდა და ისევ გული წაუვიდა . . . შევკამათდით . . .
- ზურა . . .
- ზურა, ნინი იძახის . . .
- ზურა, არ მიმატოვო გევედრები . . .
- აქ ვარ ნინ!
- ზურა, მეშინია! მეშინია! . .
- რისი გეშინია? აქ ვარ, ჩემი პატარა!
- ზურა მეშინია რომ არ დავკარგოთ!
- რა უნდა დავკარგოთ?
- ბავშვი . . .
ბიჭს სახეზე გაოგნება აღებეჭდა, თან სიხარულით დააშტერდა გოგოს! იგი მამა ხდებოდა . . . მას ხომ ჯერ არ გაუაზრებია არასდროს, რომ ბავშვი ეყოლებოდა . . .
- ბავშვი? ნინ, შენ რა? ნინ . . .
- ფეხმძიმედ ვარ . . .
- მიყვარხარ! მიყვარხარ, ჩემი პატარა, მიყვარხარ! . . . სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ! . . ჩემი პატარა დედიკო! ჩემი სიხარული, ეს რამხელა ბედნიერებაა ღმერთო! ახლა დაიძინე ჩემი სიხარული . . . მე გავალ . . . ლევანს ვახარებ რომ ბიძა ხდება, საშინლად განერვიულებული მოვიდა, შენი ამბავი რომ გაიგო! მას ხომ შენს მეტი არავინ ჰყავს ქვეყანასა ზედა?!
გოგოს შუბლზე აკოცა, შუქი ჩააქრო, კარი ფრთხილად მიიხურა და გარეთ გავიდა, ლევანის დანახვაზე, სიცილი აუტყდა, ლევანი კი გაოგნებული უყურებდა სიძეს, რაღაც საშინელებამ დაუარა თავში, იფიქრა რომ ნინი ცუდად იყო და ნინის გამო ზურაც შეიშალა . . . ზურა მალევე მიხვდა რომ სახე მთლად აელეწა ლევანს და მივიდა, ჩაეხუტა, მხარზე ხელი დაარტყა და მიულოცა . . . ლევანი კი გაქვავებული იდგა და ვერაფერი გაეგო . . .
- ლევან, ძმაო ბიძა ხდები, აზრობ? მე კი - მამა! მამა ვხდები მამა! ბედნიერება ყოფილა იმის გაგება რომ თურმე მალე მამა გახდები!
- რაა? ზურა რაა? ნინი ფეხმძიმედ არის? ვაა რა მაგარია?!
- გილოცავ ძმაო! მამა?! ზურა მამიკო ხდები?!�

* * *�

- ლევან დღეს ცირა იყო მოსული!
- მერე?
- გეძებდა!
- ვიცი!
- რა მოხდა?
- არაფერი ნინ! უბრალოდ მაგრად მიყვარს და არ მინდა გული ვატკინო! ჩემზე ყველაფერი რომ გაიგოს . . .
- შენ ბიჭო სულელი ხარ?!
- რატო სულელი? რომ მიმატოვოს ვერ გადავიტან!
- რატომ უნ+
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1144 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.