Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ტაძარში
9:59 AM
ტაძარში

ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.

გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით,
მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება;
მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში,
მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!

თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს,
დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს,
კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი,
გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.

ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი,
ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს,
სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა,
მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.

დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე,
მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს;
ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს,
ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1010 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.