Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 29 » შემიყვარე...
9:46 PM
შემიყვარე...
ვიცი დრო გადის და მე ვიზრდები.. წინათ ჩადენილ შეცდომებს "ბავშვური" აღარ ეთქმის, მუზა დამელია და ლექსის წერა კი მოვინდომე...
ლექსს ვერ დაგიწერ მუზაც წარსულს ჩავაბარე..სიტყვებს აგიკინძავ, სიყვარული რომ აგიხსნან..
ჩემს სიყვარულს მოგაბარებ და სათუთად მოუარე...
შემიყვარე...
მე მეყვარები მთელი გრძნობით, არსებით...
აუხსნელად..
იმ სიყვარულით რომელთანაც სიტყვები არიან უძლურნი და რომელსაც თვალები გეტყვიან..სიყვარულით რომელსაც ჩემი გული მთრთოლვარედ აუწყებს შენს გულს მაშინ როდესაც ძლიერად მიიხუტებ..
მეყვარები ყოველთვის და ყოველდღე უფრო ძლიერად ვიდრე წინა დღეს..
სიხარულით დაველოდები შენს მოსვლას და არასოდეს ვივახშმებ უშენოდ..ჩაგეხუტები ძილის წინ და გიჩურჩულებ რომ მჭირდები, რომ ბედნიერი ვარ შენით..
გპირდები ერთხელ მაინც დავთვრები შენთან ერთად და როცა წაიქცევი, მე კი წამოსაყენებლად დავიხრები და ამ დროს გულში ჩასაკრავად მეც წამაქცევ და ბეევრს მაკოცებ, მეე ყველაზე ბედნიერი ვიქნები და ბეევრს ვიცინებ...ვიცინებ სიხარულით..შენთან ყოფნისგან გამოწვეული ბედნიერებით..
ჰოო, კიდევ, როცა მოგეძინება და მთხოვ დამაძინეო, ბავშვივით გავიბუტები და გპირდები არ დაგაძინებ...=))
ვიტიტინებ ძალიან ბევრს და დაუსრულებლად ვიმეორებ, რომ მიყვარხარ, მჭირდები..
და ბოლოს როცა დავიღლები, შენს მკერდზე თავდადებული, მშვიდად დავიძინებ..
გპირდები რომ მეყვარები, რომ გიერთგულებ და რომ ყოველთვის გაგრძნობინებ როგორ გჭირდები...
ოღონდ გამოჩნდი და...შემიყვარე.. არ დაიღალო ჩემი ბავშური სისულეელით, რადგან ძლიერება და ბრძოლის უნარიანობა გარეთ, საზოგადოებაშიც მეყოფა...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1039 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-12-14 - 8:33 PM

WOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOW

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.