Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » სანატრი მხოლოდ ერთი მაქვს
4:47 PM
სანატრი მხოლოდ ერთი მაქვს

(ფიქრებს მიზნებს გაუმარჯოს)

თმა გამითეთრდა მთლიანად
ჭვერშიც გამიჩნდა ჭაღარა
სიბერემ თავის სტატუსი
ნელ-ნელა შემომაპარა

აღარ მიხდება ოხუნჯი
აღარც ბაზარი ქურდული
ახალგაზრდობის კარებზე
დაედო რკინის ურდული

მუხლებში ძალა დამაკლდა
თვალში დამაკლდა ნათელი
საქმე თმის ბეწვზე მეტი მაქვს
სათქმელი ასი ამდენი

სანატრი მხოლოდ ერთი მაქვს
ერთი და ბოლო სათქმელი
მუშტად შეკრული მენახოს
სუყველა კუთხის ქართველი

მენახოს ყველა ქართველი
მუხლმაგარი და ჯამრთელი
აენთოთ ერთი სანთელი
ჰყავდეთ თავისი მართველი

მტერს მტრულად დახვდნონ მოკეთეს
ერთად გაუღონ კარები
მერე ჩემს მიწას საფიცარს
სიმღერით მივებარები
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1201 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.