11:35 AM ნელი კვდომა | |
სამყარო იმდენად პატარაა ვერ იტევს ჩემ გრძნობებს
საშინელებაა ნელი კვდომა, სურვილები გვტოვებს დამშეული ერთფეროვნება , გითრევს გიმონებს შენს გარდაცვლილ სხეულს, სული მათხოვარივით მოზდევს. მოუსმინე ბუნებას როდესაც შობს ღამე დილას შენი მარტოობა როცა გაეყრება წყვდიადს ნახავ ხალხს...იცნობ... ადამიანებად ვერ ცნობ მოქცევა იწყება აზროვნებაში, საშველად იხმობ. აგროვებ ლამაზ წუთებს რაც იყო ცხოვრებაში მოგონებებს აბავ, გაფანტულს გონებაში, მათ შეუძლიათ შეაჩერონ შენი ნელი კვდომა იმ იმედით რომ წარმავალია ყველაფერი და მალე მოვა... დღე როდესაც ისევ იგრძნობ სველი ბალახის სურნელს შეიყვარებ წვიმას ალბათ უკვე შენზე სულელს დაითვლი ვარსკვლავებს, მინდვრად ირბენ ქართან ერთად დაინახავ გზას .. გაყვები მიგიყვანს მაღალ ღმერთთან. სამყარო იმდენად პატარაა ვერ იტევს ჩემს გრძნობებს საშინელებაა ნელი კვდომა სული სხეულს როცა ტოვებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |