11:04 AM მენატრები დიდი ხანია | |
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,� ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...� ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,� მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...� სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,� ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...� მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?� ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...� ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...� ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,� მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა� და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...� ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,� ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...� და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,� როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |