9:48 PM მარტოობის სიგიჟე.. | |
შეტევა-ნერვიული... მიმქრალი-პულსაცია... ნერვებით დახლეჩილი-აორტა..
ცრემლები-ტკივილის, ტკივილით.. ბურთად შეკრული, შეკავებული ცრემლები-მახრჩობენ.. მახრჩობენ..ნაწერი იცრიცება..გაბუნდოვანდა..განა ვტირი?! არა ღმერთმანი..ჩემნაირები არ ტირიან..არ კი არადა..ვერა.. უბრალოდ თვალთ მიბნელდება..ჰო ტირილი მინდა, მაგრამ..ცრემლები-არაა..მათაც მიმატოვეს..ღმერთო რა დღეა...ღმერთო-მეთქი? ჰა..ჰა.. ჰო, ჰოო დასაცინი ვარ! რომელი ღმერთი? მე რომ ასე მტკიცედ შევიტანე მასში ეჭვი? ღმეერთი...მეცოდება საკუთარი "მე"..(მაპატიე ღმერთო, მაპატიე!) არადა ვიცი სიბრალულის ღირსიც არა ვარ.. ნერვები! -მიმტყუნეს... ჰოდა.. მაპატიეთ ეს სისუსტე, მაპატიეთ-ადამიანი ვარ! ადამიანი-ნათელი და ბნელი მხარეებით, ადამიანი რომელშიც ყველა ნათელს ხედავს და ადამიანი, რომელშიც რეალურად ბნელი მეტია.. ახლა, როცა ღამეა, როცა მარტო ვარ და ჩემთან საუბრის მსურველთა რიცხვი ნული, მე..მე სიცოცხლე "მეზარება"..მძულს..სიცოცხლე -მეთქი, ცხოვრება-არა! ყვირილი...რაოდენ დიდი შვება იქნებოდა..მაგრამ ახლა მე არ განვაგებ ჩემს არსებას..არ ვიცი ვის (რას) დაუსადგურებია ჩემში... სარკე! სარკე მინდა! მინდა დავინახო იქიდან როგორი სიმარტოვე შემომხედავს!მინდა ახლა ჩემი თვალები დავინახო!..ვგრძნობ..ვგრძნობ ეს თვალები არაა "ჩემი"..ის..იქ..არ ვიცი, ხან მგონია იქ ტკივილი და სევდაა, ხან მგონია ბედნიერებით ბრწყინავს... აი, ახლა კი-იქ სიგიჟე ისადგურებს...მეშინია! მეშინია რადგან მე ვიცნობ ამ სიგიჟეს..ვიცი შეუძლია ისეთი რამ ჩამადენინოს..შეუძლია ფრთები შემასხას და უფსკრულის პირას დამაყენოს, მეც სიხარულით ვცადო გაფრენა..თავისუფლების სრული შეგრძნება და..სამუდამოდ დავასამარო თამუნას ხსოვნა!.. შველა მჭირდება! მსუბუქი-გაორება!.. შეშლილი-აზროვნება!.. უაზრო სიტყვები და ამ სიტყვებით აკინძული, აარა! შექმნილი "ჩანახატი"..(უფრო სისულელე) ცრემლით ინამება ბალიში..ფურცელი. მიღწეული მიზანი და შვება...სიხარულის მომგვრელი-შვება!... | |
|
სულ კომენტარები: 4 | |
| |