Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31 » ***ლოდინი***
12:19 PM
***ლოდინი***

შებინდებულიყო... ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.
- ხვალ მიდიხარ თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. - ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო, ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება?
გოგო აცრემლებული შეაცქერდა ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები რომ დაინახა, გამოფხიზლდა.
-ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს, მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს. გოგომ ტირილსგზაში არც დალაპარაკებია. ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა. იჯდა მანქანაში, ხელში ფურცელი და პასტა ეჭირა და რაღაცას წერდა.
მალე "ადგილზე" მივიდნენ. იქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი .ძალიან ხმამაღლა იგინებოდნენ და კამათობდნენ. ბიჭი ხალხს შეერია. მალე დიდი ჩხუბი ატყდა - ეს ბიჭის ბრალი არ იყო. უცბად ქუხილივით ხმა გაისმა და ხალხი გაიფანტა.
...ერთმა გამვლელმა ხალხის შუაში ორი სისხლიანი ბიჭი შენიშნა. ლუკა სულ ამოსვრილი იყო თოკას სისხლში.
- ლუკა. მე დღეს ბევრი რამე გავიგე - ეჩურჩულებოდა თოკა.- ერთ რაღაცას გთხოვ! იცოდე , რომ ამქვეყნად სიყვარულით უნდა იცხოვრო. პირველ რიგში-გიყვარდეს! ხო, კიდევ ჩემ ხატიას გაუფრთხილდი, გთხოვ არაფერი მოაკლო..ხო იცი, როგორ მიყვარს. -ლუკა ყველაფერზე ეთანხმებოდა და ტან ცდილობდა, რამით მიხმარებოდა. ბიჭი ჩურჩულებდა, მაგრამ თანდათან ამის ძალაც ეცლებოდა.
- ლუკა,ძმურად გთხოვ, ხატიას ჩემი თავი არ დაავიწყო. იბრძოლე იმისთვის რომ ბედნიერი იყოს. - ბიჭს ძალიან, ძალიან ტკიოდა. რამდენიმე წითიც და..
..უცბად ყველაფერი გარშემო დადუმდა. ლუკა გამოფხიზლდა . თავი აწია და უკანასკნელი ხმით იღრიალა ..
გ ა თ ა ვ დ ა..
......................................................
დღე იყო. დაახლოებით 3 საათი. გოგო ზღვის პირად იჯდა და ლამაზ კენჭებს არჩევდა. თან ბიჭზე ფიქრობდა. უცბად ქარი ამოვარდა და გოგო დიდმა ტალღამ შეიტაცა. გოგომ გონება დაკარგა.
სამი დღის მერე გაიღვიძა.თბილისში იყო, რომელიღაც საავადმყოფოში. ლუკა დაინახა. ლუკა გოგოს ჩაეხუტა. გოგომ გაიღიმა და თოკაზე კითხა. ღიმილი სახეზე შეაშრა და კითხვით სავსე თვალებით შეაშტერდა. ლუკამ შარვლის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, გაშალა და გოგოს მიაწოდა. გოგომ წაიკითხა:
"სიცოცხლე მინდა. მინდა მიყვარდეს" (ეს სიტყვები თოკამ სიკვდილის დღეს მანქანაში დაწერა)
......................................................
დაღამდა. ზღვას მგლოვიარე შავი ემოსა და ფიქრობდა.. არც ირხეოდა. შორს ისევ მოჩანდა მთა. რომლის ერთი კალთა მოშიშვლებულიყო. ხე გამხმარიყო და მის ძირში ბუნების ქორწილიც შეწყვეტილიყო. იქვე, მთვარის ჩრდილში ცხოვრებისგან განმარტოებული ახლა უკვე სხვა გოგონა იჯდა და სიყვარულის თაკარა მზის სხივს დიდი იმედით ელოდა.
მან ხომ არ იცოდა, ამისთვის რომ დაისჯებოდა...
ელოდა ალბათ ამიტომ.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1564 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.