წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია… მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია… უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები… როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა… მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!…
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
873
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-18
|
|
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
862
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-18
|
|
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი, მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა! ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო, უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
807
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-18
|
|
გული მეტკინა რომ გამახსენდი ჩემს გულს ტირილი უნდა ვაცადო მე შხამით სავსე მიჭირავს თასი და დღეს ბოლომდის უნდა დავცალო ფიქრმა წამიღო ჯოჯოხეთისკენ ღვინოც არ მათრობს არ ვიცი რატომ
|
შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა, და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა, სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა, ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა. შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება, რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება, ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება, და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
974
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-09
|
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
857
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-09
|
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
873
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-09
|
| « 1 2 ... 97 98 99 100 101 ... 262 263 » |