Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » ისე ძალიან მენატრები
8:03 PM
ისე ძალიან მენატრები

შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 874 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.