Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » იქნებ გგონია...
7:17 PM
იქნებ გგონია...

იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები,

დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,

არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა,

იის სურნელი ჩემი კაბისა.

იქნებ გგონია რომ დავბრუნდები,

და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,

არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა,

იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.

გული დამტვერილ საფერფლედ იქცა,

ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ,

სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან,
შენ ვერასოდეს გაგიმეორებ.

 

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 815 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.