Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 29 » გიყვარდეთ ერთმანეთი
9:45 PM
გიყვარდეთ ერთმანეთი
- იცი რა?
სულ მეგონა ცხოვრებაში მოხდებოდა ისეთი რამ, რის შემდეგაც შევიცვლებოდი.
ყოველი დღე ჩემთვის პატარა სიცოცხლე და თავიდან დაბადებაა. მინდა გავაკეთო რაღაც არაამქვეყნიური, მინდა სიხარულის ცრემლებით ვიტირო, როდესაც ვხედავ რა ბედნიერი ვარ და ვიცნო როდესაც სიხარულის ცრემლს წუხილის სევდა შეეპარება.
ლოდინი, დაუღალავი ფიქრი, სიხარულის ნაპერწკალი რომელიც გაცოცხლებს და შენში აღვიძებს იმ ბნელ, მიმალულ სურვილს საიდანაც სიცოცხლე იწყება ოცნებით, სიხარულით, ლამაზი ფერებითა და იმედით - იმედით, რომელიც არასოდეს დამიკარგავს და ყოველთვის ვიმეორებდი, რომ არაფერია შეუძლებელი თუ გულით გინდა და ამას ბევრი ვერ იგებდა.
ვერც ის ))
წუთი დამრჩა..
მთელი ცხოვრება ჩემთვის მოლოდინი იყო, მოლოდინი იმ წუთის, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს და მეც ბევრ რამეზე ისევ ბავშვურად დამაფიქრებდა.
უსიყვარულოდ ამ ქვეყნიდან წასვლა ხომ ცხოვრებას არც ნიშნავს.
მოლოდინი რომ გაქვს რაღაცის ძალიან დიდი, მთელი ცხოვრების ოცნებად ქცეული, არაფრის მთქმელი დღეები რომ გარბის და თან მიჰყვება ყოველი დღის ჩემი სევდიანი თვალები და ლოცვაში დათენებული ღამეები. როცა გული გწყდება ყველაფერზე.. მაგრამ უცბად გამოჩნდება ნაპერწკალი.. რომელიც მთელ კოცონს დააგიზგიზებს, გულს გაგითბობს, ის მომენტი დილის მზის სხივი რომ გაღვიძებს და გაგრძნობინებს, რომ ამოვიდა იმისთვის რომ გაგათბოს და ცხოვრების მშვენიერებით დაგატკბოს.
წუთი დამჩა...
- იცი რა ხდება ჩემს გულში?
მოწმენდილ ცაზე რომ ელვა გავარდება, დაიქუხებს და წვიმა წამოვა, ზაფხულის წვიმა.. ძალიან რომ შეგცივდება.. ზღვას უყურებ ღოგორ ღელავს, შეხვალ და გაგათბობს.. - აი ზუსტად ეს მომენტი მაქვს.
წუთი დამჩა...
იმ დღეს გავს, მთელი დღე რომ ელოდები.. მზე რომ ამოვა, ლამაზ წარსულს გაგახსენებს.. მთელი ცხოვრება რომ გენატრება.. ოცნებაში გავა დრო და უცებ მზეც ჩადის.. იმედი გეწურება.. მაგრამ ჩასვლის ბოლო მომენტში გაგათბობს მისი სინათლე.. ბოლო სხივი.. ბოლო სინათლე..
უბრალო გრძნობებისგან რომ დაგცლის და წამის მარადიულობას რომ განატრებინებს. გაგრძნობინებს, რომ მთელი სამყარო შენ გეკუთვნის, გრძნობ რომ ყველას უყვარხარ - თითოეული ადამიანის სითბოს გრძნობ..
წუთი დამრჩა...
- რას გავს იცი?
გულის ცემის გარდა ვერაფერს გრძნობ. აი როგორ გითხრა, უდაბნოში მიდიხარ და წყლის მირაჟს ხედავ.. სულ მისკენ მიიწევ.. ის კი უფრო გშორდება.. ერთხელაც წყლის მაგივრად, შუა უდაბნოში კარგად გაშლილი, ახლად გაყვავებული სისხლისფერი ვარდი დაგხვდება. აი იმას გავს.. თუ გინდათ სისულელე დაარქვით, მე ასე ვგრძნობ.
წუთი დამრჩა...
- იცი კიდევ რა არის?
მთელი ცხოვრება რომ გინდა შეეხო რაღაც წმინდას და ვერ ბედავ. უყურებ და მხოლოდ გული გწყდება.. იმ იმედათ ცხოვრობ რომ ერთხელაც შეძლებ, შეეხები და ბედნიერებას იგრძნობ.
წუთი დამრჩა..
ჩვენ ვერ ვაფასებთ ცხოვრების იმ დღეებს, რომლებსაც ჩვენთვის სიხარული მოაქვთ. მე ამ ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მინდა ერთი დარიგება მოგცეთ. ერთმანეთს გაუფრთხილდით და გჯეროდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველანაირად შეეცადეთ გაუფრთხილდეთ იმ ადამიანებს რომლებიც თქვენი ცხოვრების ლამაზ დღეებს უფრო მეტად გილამაზებენ. რომლებიც ზრუნავენ თქვენზე, ვისაც უყვარხართ, ვინც ისწრაფვის იმისკენ, რომ ყველანაირი პრობლემა აგარიდოთ და ბედნიერად გაგრძნობინოთ თავი. ასეთი ადამიანი კი ცხოვრებაში ერთხელ მოდის - სიყვარულის სახით.
წუთი დამრჩა..
გიყვარდეთ ერთმანეთი - უთქმელად ოღონდ. . . მე კი წავალ და ვნახავ რა ხდება იქ, მეორე ცხოვრებაში.. ვინმეს მფარველი ანგელოზი ვიქნები და ვასწავლი ცხოვრებას, სიყვარულს და ვეტყვი რომ რაც გულით უნდა, აუცილებლად ყველაფერი აუხდება...
წუთი დამრჩა..
- იცი?
გული მწყდება, რომ ასე ადრე მივდივარ ამ ქვეყნიდან. მაგრამ როდესაც უფალს შევხვდები მე მას არაფერს ვეტყვი, არ დავემდურები რომ ასე ადრე წამიყვანა ამ ქვეყნიდან.. თავს ჩავღუნავ და თქვენზე ვილოცებ.. მათზე.. ვინც ვიცი ჩემს ცრემლებს და ნაღვლიან თვალებს იმსახურებს... შემდეგ უფალი ხელს მომკიდებს და წამიყვანს იქ, სადაც იბადება ადამიანი.. რომელსაც მე სიცოცხლე ვაჩუქე... ჩემი გარდაცვალებით ახალი სიცოცხლე გაჩნდა.. პატარა და ჯერ კიდევ მტირალი..
წუთი დამრჩა...
ვიბადებით და ვტირით.. გარდაცვალებისას კი დაგვტირიან.. ძალიან გავს ეს ორი რამ ერთმანეთს.. ერთი სიცოცხლე მეორეში ისახება და ჩვენ კი იმ ადამიანის მფარველი ანგელოზები ვხდებით, ვინც მაშინ ტირის, როდესაც შენ იღუპები.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვისაც ვიღაცამ თავი გაწირა.. სიცოცხლე გვაჩუქა..
წუთი დამრჩა და გეტყვით, რომ ჩემთვის ყოველი დღე პატარა სიცოცხლე და თავიდან დაბადებაა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1015 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.