Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » ღვინო დუდუკი ქალები :)) აეე მთელი ცხოვრება ვალები ..
6:47 PM
ღვინო დუდუკი ქალები :)) აეე მთელი ცხოვრება ვალები ..


ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1583 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.