Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ეს ნიჭი არააა
6:50 PM
ეს ნიჭი არააა

 


ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული

მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,მაგრამ ხელი მიკანკალებს.სიტყვები არ მყოფნის,რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე.თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ და ტირილი მინდება..."ტირილი კარგიაო!",მაგრამ მე არ ვიტირებ,რადგან ვიცი,რომ შენ არ ტირი...მე ვიქნები ბედნიერი,რადგან ვიცი,რომ შენ ბედნიერი ხარ...მეყვარები,თუმცა ვიცი ,რომ არ გიყვარვარ...გავთხოვდები,რადგან ვიცი,რომ ცოლს მოიყვან...რომ შეგხვდები,გაგიღიმებ,რადგან ვიცი,რომ ჩუმად ისევ გამიხსენებ...კვლავ რომ იტყვი:"მიყვარხარ!" გავიცინებ...და მიხვდები,რომ...დაგივიწყე.

მიყვარხარ ბოლო ამოსუნთქვამდე, თვალების დახუჭვამდე, მიწაში ჩასვლამდე, გულის გასკდომამდე... შენი ვარ თავიდან ბოლომდე, შენია ჩემი გული, სული და სხეულის თითოეული ნაწილი... მინდიხარ სიგიჟემდე, თითების დაკვნეტამდე და ტუჩების დაჭმამდე. მინდა გაკოცო დალურჯებამდე, გულის წასვლამდე და ტუჩების დაღლამდე. შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება, ჩემი სიკვდილი, ჩემი სული, ჩემი ოცნებები, ფიქრები, სიყვარული ,გონება, სიზმრები, ის რაც შენ გიყვარს ჩემში...მიყვარხარ მზის ჩასვლამდე, მთვარის მოცურებამდე, ვარდისფერ ალიონამდე... მიყვარხარ სიზმარში, მიყვარხარ ცხადში, მიყვარხარ ოცნებაში, სადაც არ უნდა ვიყო ქუჩაში, ქალაქში, სოფელში, რაიმე ტრანსპორტში, თუნდაც ქვეყნის გარეთ... ყველგან მიყვარხარ... მიყვარხარ ძალიან, სიგიჟემდე, უაზროდ უზომოდ, უსაზღვროდ. ჩემი სიყვარული ზღვაა, სადაც თვითონვე ვიხრჩობი და საშველად შენ გიხმობ, შენ სახელს ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, ძალის გამოცლამდე, შენც მოდიხარ მამშვიდებ და მშველი... მიყვარხარ თვალების გაბრწყინებამდე, გაცინებამდე, გაღიმებამდე... მიყვარხარ ცრემლებამდე... მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, საკუთარ თავზე მეტად, ყველაფერზე მეტად... მიყვარხარ აზრამდე, არსამდე, გამართლებამდე, გაუმართლებლობამდე, მე ხომ გიჟი ვარ...მიყვარხარ ლოცვამდე, ვედრებამდე, მიყვარხარ გაფრენამდე, ცაში გაფრენამდე..
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 997 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.