Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
4:50 PM
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ

ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:

"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ სიცოცხლე, შენ ისევ მელანდები,


ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები,


გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა,


კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა,


ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება,


ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . "

მოგეწონა ანი?!


არა!


რატომ?


იმიტომ, რომ ცუდად კითხულობ!


იცი ანი? ეს შენს გარდა არავის უთქვამს.


მე კი გეუბნები!


ანი დამცინი?


ეგ როგორ? არც მიფიქრია. . . .


ანი მიყვარხარ!!!!!!!


მე გიო მიყვარს! იკა ხომ იცი?!


ცოტათი მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ რამეს?


არა იკა სერიოზულად შენზე ფიქრი არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო, გულს ვერ ვუბრძანებ. . . . . . . . . . . . . .


ესე იგი შენ ამბობ რომ არაფერი გამოვა? შენზე ფიქრი არ ღირს?


არა იკა! მე წინასწარ გაფრთხილებ რომ მერე არ დაიტანჯო, გესმის?


ანი იცი? არ მინდა თავი მოგაბეზრო ან შეგაცოდო, მაგრამ რა ვქნა რომ შენზე ფიქრს ვერ ვიშორებ, ძალიან დიდი ხანია უკვე რაც მიყვარხარ. . . . . იმ დროიდან როცა გიოსთან ერთად იყავი, მეც შენსავით ვგრძნობდი თავს. . . . ვხედავდი რომ სხვასთან იყავი, სხვა გიყვარდა, მაგრამ არ ვანებებდი შენზე ფიქრს თავს. . . .ვერ ამოგშალე გონებიდან და გულიდან. . . . . განა ეგ დასაძრახია????? განა სიყვარულისთვის სჯიან ადამიანებს? ანი იქნებ სცადო და გამოგვივიდეს რამე, ხომ იცი "ცდა ბედის მონახევარიაო” იტყვიან. ადრე თუ გვიან გიო ხომ უნდა დაივიწყო? გთხოვ იყავი ჩემთან ერთად, გინდ გიოზე ფიქრობდე მაინც, რატომ უნდა გადაწურო შენი ცხოვრება ერთზე და თან ისეთზე რომელიც არც ფიქრობს შენზე? ანი მიპასუხე!!!!


გიპასუხო??? გიპასუხებ! გიოს ვერ ვივიწყებ, თავს ვერ ვერევი და ვერც დავივიწყებ, ჩემი გული მას ეკუთვნის და მორჩა . . . . . . . ეხლა კი წადი გთხოვ!!!! უკვე თავი მომაბეზრე, დამივიწყე. . . . შენ ხომ მე მეუბნები რომ გიო დაივიწყეო და მე კი გთხოვ რომ მე დამივიწყო. . . . . . . .


კარგი ანი წავალ, მაგრამ დაუფიქრებლად იქცევი და მასე ცხოვრებაში ბევრს წააგებ . . . . თუ შენი ბოლო პასუხი ასეთია, მე სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენი ბედნიერებისთვის მსხვერპლსაც კი გავიღებ. . . შენ იცხოვრე ისე სანამ გამიცნობდი, ვიცი შენს ცხოვრებაში დიდ დანაკლისს არც წარმოვადგენ ჩემნაირები ბევრია. . . . . . მაგრამ საბოლოო რჩევას დაგიტოვებ რათქმაუნდა თუ გაითვალისწინებ, ეცადე არ დაკარგო ახლო ადამიანი და თუ უკვე დაკარგე გახსოვდეს ცხოვრება გრძელდება!!!! ჩემი გულის კარი შენთვის მუდამ ღია იქნება. ნახვამდის ანი . . . . . !!!!!!!


იკას ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გული მატკინა, მივხვდი რომ რაღაც მემართება, ყველას გულს ვტკენ, განა ეგ მინდა? არა რაღაც მისდაუნებურად ხდება . . . . არ ვიცი რა მემართება, დაბნეული ვარ, ვერავინ მიგებს. . . . .


ჩემთვის მხოლოდ გიო და გიოოოო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


ვინ მოითვლის კიდე რამდენი ხანი ვფიქრობდი მასზე, თითქოსდა ეს ფიქრები ჩემი ლანდი იყო, რომელიც ყოველთვის თან დამსდევდა. . . . . . მე მას ველოდი, ველოდი დიდხანს, ლტოლვით, შიშით და ასე გრძელდებოდა ლოდინი!!! ნაცრისფერ დღეებს წარმოსახვით შექმნილი ფერებით იფერადებ, სიზმრებით, ფიქრებით, ოცნებით ცხოვრობ!!!! ეს იყო ჩემი სიზმარი, რომელიც შორსაა ან იქნებ სხვისიც გამხდარა, ჩემთან კი მხოლოდ ნატვრა და ზმანებაა. . . . . . . . . . .


ჩემი ცხოვრება ლოდინში გაილევა, უსასრულო ლოდინში, ჩემი ცხოვრების დრო და ჟამი ნელა ძალიან ნელა მიცოცავს, ბედი დამცინის, რისთვის ვერ ვივიწყებ მას, თითქოსდა ამის იქეთ არ არსებობს არსებული დრო . . . . . . . . ! მხოლოდ დრო მკლავს, რომლის უკიდეგანო სივრცეში ჩაქსოვილია მჭიდროდ მოლოდინი.


ეს ღამეც ნელა, თეთრად თენდებოდა, მაგრამ უცნაური იყო დანარჩენ დღეებთან შედარებით. ცივი, წვიმიანი, თითქოსდა ჩემს წუხილს ცა ღვრიდა. ვგრძნობდი რაღაც უცნაურ ტკივილს, რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა და მეშინოდა. . . . . . .


ანის გული სწრაფად უცემდა და მართლაც რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო...

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1382 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.