12:18 PM დამსხვრეული ოცნება | |
დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა.... ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |