Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » დამხატე !
8:16 PM
დამხატე !
-დამხატე
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.

-დამხატე…
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები

-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს…

-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი….
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 817 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.