Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 30 » დამჩემდი
11:40 AM
დამჩემდი
მინდვრის გვირილის მტვერი...თაფლით ივსება ფიჭა.
ფოთლებმა ტოტებს ჩრდილის შემოაქსოვეს ფარჩა,
მე კი დღითი დღე სიცხე ძარღვებს გულიდან მიჭამს.
შესაძლებლობის ბოლო ზღვარია რაც კი დამრჩა.
ახლა ყოველი დილა ჩემთვის ტანჯვაა უფრო,
უიღბლობასთან თითქოს უკვე აღარც ღირს დავა.
ის,რაც აქამდე იყო,ცის საწიერით–უფრთო,
დაწვრილმანდება დროით და უმნიშვნელოდ წავა.
მინდა მოვწყვიტო მზე და ფრთხილად ჩავტიო მუჭში,
მის ორბიტასთან ერთად მერე შენთვის რომ ვმართო.
(დამჩემდა ღამით მთვარე და თვალებს აღარ ვხუჭავ)
მოჩანს ზაფხულის ხვატი და გზა არც ისე ფართო.
სუნთქვით ვაგროვებ იმას,რაც კი შემომრჩა კიდევ,
გულმა დიდხანს რომ გაძლოს,სახელს დავარქმევ შენსას,
გვირილებს ვანდობ სიზმრებს და ვარსკვლავებზე ვკიდებ,
რომ უკვდავება ზეცის შენი პეშვიდან შესვან.
ამეთვისტოსფერ დაისს მზე დასავლეთით ფანტავს,
მაგ კულულების გაშლა ვგრძნობ,საბოლოოდ შემშლის,
ჩამოიხსენი ერთხელ უკარებლობის ფატა,
რომ უშენობის მიზეზს აღარ ვეძებდე ჩემში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 824 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.