Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » დაბრუნება სიყვარულის მორევში...
11:59 AM
დაბრუნება სიყვარულის მორევში...

დაბრუნება სიყვარულის მორევში .. პირველი სიყვარული.. ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს? ნუთუ ორივე?! ღმერთო, ხვალ სიუჟეტი მაქვს გადასაღები, მე კი ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! ბუზღუნებს ჩემი მეორე მე..
– ხვალ სიუღეტს იღებ!
– ვიცი!
– რომ იცოდე ასე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!!
– ვინ სხვაზე?! მე ხომ სიუჟეტს ვწერ?!
– გეთანხმები, რაღაცეებს წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრებში ვინ გიზის? – სიუჟეტი თუ სიყვარული?
– თავი დამანებე, სიუჟეტზე ვფიქრობ!!
– ფიქრობ? ნუ მაცინებ, არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები..
– თავი დამანებე, ჩემიც მეყოფა!!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა.. ვაგრძელებ ფიქრს..
– რას აკეთებ?
– ვფიქრობ..
– გამოტყდი რაზე ფიქრობ?
– პირველ სიყვარულზე.
– კიდევ მასზე ფიქრობ?
– ჰო..
– რატომ?
– არ ვიცი..
– ხომ დაივიწყე?
– არ ვიცი..
– კიდევ გიყვარს?
– არ ვიცი..
– აბა რაზე ფიქრობ?
– არ ვიცი..
– აბა რა იცი?
– კარგი რა! არ შეიძლება ასე.. თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მაშინ დაგავიწყდა; შეძელი ეს, როგორც მან შეძლო; გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა; აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს; აჭარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს..
– არ შემიძლია.. ვერ ვივიწყებ; ვერ გადავიყვარე; მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!.. უძლური ვარ..
– არა, შენ ყველაფერი შეგიძლია, ოღონდ მოინდომე..
– მინდა, მაგრამ არ გამომდის.. ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ.. რა დავაშავე..
– ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია.. უბრალოდ შეგიყვარდა ის, ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა..
– იქნებ ისევ ვუყვარვარ და..
– არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?!
– არა, არა, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო?!
– შეიძლება ტყუილიც იყო.. სიამოვნებდა და გამოგიყენა..
– არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა..
– რა იცი?
– ვიცნობ!
– იცნობ?
– ჰო, ვიცნობ!
– დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ?
– ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე..
– ხომ ხედავ, შენით აღიარე. ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ..
– უცნაური იყო?
– კი, იყო, მაგრამ ვიცნობდი..
– იცნობდი ბავშვს, ახლა დიდია..
– მართალი ხარ: ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი იყო.. მეც ბავშვი ვიყავი..
– ბავშვი..
– იფიქრე! ხვალ სიუჟეტი უნდა გადაიღო .
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-09-19 - 2:15 PM

zustad ese var meeeec ;( :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.