9:53 PM *** | |
ეხლა დილის 10 საათია , სკოლაში არ წავედი, ლიკას უნდა შევხვედროდი მაგრამ
ის რატომღაც არ მოვიდა !ეხლა ზღვაზე ვარ, მზე აცხუნებს ,მშვენიერი ამინდია
.. ზღვაც ულამაზესია როგორც ყოველთვის , მესმის მისი პაწაწინა ტალღები
როგორ ასკდებიან ნაპირებს.. სასიამოვნო მოსასმენია , მარტო ვარ სრულიად ..
ესეც კარგია , უბრალოდ მე არ მიყვარს მარტო ყოპნა.. ! ზღვის იქით რაღაც
უსასრულობა მოსჩანს და მე ვრწმუნდები რომ ზღვის იქით კიდევ ზღვაა ! ქვიშა
თითქოს მეწეპება სხეულზე . ვგრძნობ რომ ვუყვარვარ და ეს მამშვიდებს და
ცხოვრების ხალისს მაძლევს . ცა თითქოს გამჭირვალეა და იქით კიდევს მოსჩანს
რაღაც . რაც გავს მას , და მე ვრწმუნდები რომ ცის იქეთ კიდევ ცაა .. !
| |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |