ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, ვისაც შენი სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ის ნუ აცოცხლოს, შენი ამჯობინოს შენი მტრისას. შეგეწიოს ფშავ-ხევსურეთის სალოცავები, კეთილ საქმეზე ხელი მოგიმართოს, გაგახაროს, (ქალს) ძმები გიცოცხლოს, შენს ბედნიერობას შაგვასწროს, შენს მაყრად მოვდიოდე, ქორწილში ღვინოსა ვსომდე.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს
შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება
ერქვას. არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ
ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს, იტყვის:
-არ გვანან ერთურთს ძალიან... შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს, მე
კი ღამეებს უფრო მთვარიანს. თუ საღამოა წყნარი და მშვიდი, შენ
ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი. მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი ხან
მღელვარე და ხან უდარდელი.
ტექსტად გაქციე... გამოგკეტე 33
ასო_ბგერაში, ახლა კარს ვაღებ და გეუბნები _ გათავისუფლებ... მზის
სხივებივით აიკრიფე ამ ფურცლებიდან _ სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა, წერტილებით
და მძიმეებით, კითხვისნიშნებით... დამიტოვე თეთრი ფურცელი...
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები, დასწყევლოს,
იმედის მისხალიც არ დამრჩა, ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები და
მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას. უაზრო წამებით ერთია ღამისკენ, უშენოდ
შერთვია ფიქრები წამებას, გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე, საკუთარ
თავის მე... გაიგოს გამგებმა.
დღეს შენზე ლექსების დავიწყე შენება და
ძილი მოვკალი მთვარიან ღამეში, ამჯერად სხვებისთვის ბანალურ თენებად, ჩემი
ცა გეღვრება მოლურჯო თვალებში. რამდენი სიტყვა და რამდენი ქარაგმა, დავაწყე,
მერე კი უთქმელი გავუშვი, უბრალო ფრაზებმა ფურცლები დაქარგა, ვინ
იცის, რამდენი შეცდომა დავუშვი.
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.