Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 7 » 13...
6:04 PM
13...
- თეა, რა გჭირს? შენ ოღონდ მითხარი და ახლავე შენთან ამოვალ...
- არა, არა... მირჩევნია ერთმანეთს ჩვენს ჩვეულ კაფეში შევხდეთ. ნახევარ საათში... ზურა, იცოდე არ დააგვიანო!
- არა, არ დავაგვიანებ, მაგრამ...
ზურამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან თეამ ტელეფონი გათიშა. უცნაური ზარის გამო აფორიაქებული ყმაწვილი 15 წუთში დანიშნულების ადგილზე იყო. თეა კი უკვე იქ დახვდა.
- როგორც იქნა მოხვედი. Aამდენი ხანი სად იყავი?
- ჩვენ ნახევარ საათში შევთანხმდით, მე კი 10 წუთით ადრე მოვედი. თეა, რა გჭირს?! ისე მომვარდი კოცნაც დაგავიწყდა. ნუთუ აღარ გიყვარვარ და ამის სათქმელად დამიბარე. . .
- ზურა, ეგ არაფერ შუაშია. შენთან ერთი ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. Aმაზე ლაპარაკი მხოლოდ შენთან შემიძლია.
თეა თითქმის ჩურჩულებდა და ეს ზურამაც შეამჩნია.
- თეა! Gასაგებია რომ რაღაც სერიოზული საქმე გაქვს. Mაგრამ ასე ჩუმად რატომ საუბრობ?! თითქმის ჩურჩულებ...
- ზურა, ძალიან მეშინია.
- კი, მაგრამ, რისი?! Mმე ხომ შენთან ვარ სამუდამოდ შენთან ვიქნები!
- ვიცი... ვიცი, რომ შენი იმედი შეიძლება მქონდეს... და ამიტომაც ეს რაღაც უნდა გადმოქცე.
- ეს რა არის?!
- ახლა ვერ გეტყვი, სახლში რომ მიხვალ, მაშინვე ჩართე და უყურე! Aამ კასეტაზე. . . ზურა, ხომ გახსოვს ჩვენს უნივერსიტეტში 4 გოგოს გაუჩინარების ამბავი? ისიც ხომ გახსოვს, რომ ოთხივე მოდელი იყო? Aამ კასეტაზე სწორედ. . .
ამ დროს თეას მობილურზე დაურეკეს. იგი გაფითრდა. ხმას ვერ იღებდა. Gგაოგნებულ ზურას ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა.
ამ ზარის შემდეგ თეა ისე აღელდა, რომ კასეტას ხელი დაავლო და გაქცევას აპირებდა, მაგრამ ზურამ დაიჭირა:
- თეა, ეს კასეტა მე არ უნდა წამეღო?
- ზურა, დაივიწყე რაც გითხარი. სულელი ვარ. ამ ბოლო დროს თავს რაღაც ცუდად ვგრძნობ. Aამ კასეტაზე კი უბრალოდ ერთი კაი ფილმია. . . ხელი გამიშვი! უნდა წავიდე.
- თეა . . .
თეა კი უკანმოუხედავად გაიქცა. ღოცა ზურამ მაგიდაზე დაიხედა, დაინახა, რომ თეას მობილური დარჩენოდა. Uნდოდა გაჰკიდებოდა, მაგრამ უცებ შეჩერდა, რადგან დაინახა, რომ თეას ავტომოპასუხე ჰქონდა ჩართული. Eე.ი თეას და ,,უცნობის" საუბარი მობილურს ჩაეწერა. ძურას გაახსენდა ისიც, რომ ამ ზარმა ააფორიაქა მისი სატრფო, ამიტომ მოსმენა გადაწყვიტა. Uუცნობი: ,, იცოდე, გითვალთვალებ. Eხლა კი წადი სახლში და თან ეგ კასეტაც წაიღე. თორემ შენს გულისწორს მაგ კასეთის ნახვის შემთხვევაში ორი საათის სიცოცხლეც აღარ დარჩენია. ხომ ძალიან გიყვარს? გელოდები იმ მისამართზე, რომელიც მაგ ვიდეო-ფირზეა მითითებული.
ზურამ არ იცოდა რა გაეკეთებინა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვინ აშინებს თეას და აშანტაჟებს ჩემი მოკვლით? ღმერთო, თეა...
ზურა ხვდებოდა, რომ თეა საფრთხეში იყო და რომ აუცილებლად რამე უნდა ეღონა. Mან გადაწყვიტა თავისი უხლოესი მეგობრისათვის, გიასათვის მიემერთა დახმარებისთვის, რომელიც ადრე მილიციაში მუშაობდა.
ჩოტა ხანში ზურა უკვე გიასთან იყო.
- ზურა! Gამარჯობა, ძმაო, რამდენი ხანია არარ მინახიხარ. ღამ გაგახსენა ჩემი თავი?
- Gია, უნდა დამეხმარო!
- Aსეც მივხვდი, ეხლა არ მითხრა თეას დავშორდი და სხვა გოგოს შებმაში უნდა დამეხმაროვო. . .
- არა, არა. . . ეგ საიდან მოიტანე?
- ოხ, თორე ერთხელ დაგხმარებივარ.
- Aრა, ნეტა აეგრე იყოს საქმე. მაგრამ ხომ იცი რომ თეა სიცოოცხლეზე მეტად შემიყვარდა, ის კიდე ახლა გასაჭირშია. . .
- თეას რა სჭირს?
- გია! ვიცი, რომ შენ ლიზა გიყვარდა. თუმცა ამის შესახებ არაფერს ამბობდი და გრძნობას გულში იკლავდი ჩვენი ძმაკაცობის გამო. Iსიც ვიცი, რომ არც ეხლა ხარ მის მიმართ მთლად გულგრილი. Aმ სიყვარულის და ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის ხათრით უნდა დამეხმარო.
- ძურა, ე.ი. შენ იცოდი.
- ხო, ვიცოდი. ოღონდ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამ თემაზე საუბრის დროც არ გვაქვს.
- მართალი ხარ! Aადრე მიყვარდა, მართლა მიყვარდა, ანდა როგორ შეიძლება არ შემყვარებოდა ის ანგელოზივით არსება, ის ხომ სკოლიდანვე ყველასგან გამორჩული იყო, სხვა გოგოებს არ ჰგავდა, მათსავით კისერზე არ გვეკიდებოდა, ყოველთვის სათნო, ფაქიზი და ამასთან ერთად ძალიან ამაყი იყო, სწორე დამან მიმიზიდა და შემიყვარდა კიდეც. Xოლო მაშინ როდესაც შენთვის, ჩემი უხლოესი მეგობრისავის ეს ამბავი უნდა გამემხილა, სწორედ მაშინ გავიგე, რომ შენც ის შეგყვარებოდა, ვისი სიყვარულითაც მე ვიწვოდი. Mმე და თეა მეგობრები ვიყავით, ამიტომ მეგობრის სახელით ვისარგებლე და ვკითხე, უყვარდი თუ არა. Pპატარა იმედი ისევ ღვიოდა ჩემს გულში, მაგრამ მისაგნ ჩემს დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ, ეს ნაპარწკალიც გაქრა, გზა შენ, ჩემს უახლოეს ძმაკაცსა და ბავშვობის მეგობარს დაგითმე და ჩემი გრძნოდა ისე დავასამარე, რომ არავისთვის გამიმხელია თეას უახლოესი დაქალის, თაკოს გარდა, ისიც თვითონვე მიხვდა და მეც გული გადავუშალე. თუმცა ახლა, ჩვენს ძმაკაცობაც გეფიცები, თეა აღარ მიყვარს. . .
- გია, მისმინე, ვალდებული არ ხარ ეს ყველაფერი ამიხსნა. Mე ვარ სრული დეგენერატი, მე ხომ ყველაფერი ვიცოდი, უფროსწორედ ვხდებოდი, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგელაპარაკე და შენს გრძნობებსაც ანგარიში არ გავუწიე. განა ასე იქცევიან ნამდვილი მეგობრები?
- არა, თავს ნუ იდანაშაულებ... ეხლა კი დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი და ყველაფერი მომიყევი რა შეგემთხვათ და რატომ ფიქრობ რომ თეა საფრთხეშია?!
როცა ზურამ თხრობა დაამთავრა, გიამ ჰკითხა:
- იქნებ ვინმე ნათესავთან წავიდა?
- არამგონია, უფროსწორად დარწმუნებული ვარ რომ არა!
- მაშინ მოდი თაკოსთან წავიდეთ, დაქალია და მას შეიძლება რამე მოუყვა.
- მართალი ხარ! Mმალე, უნდა ვიჩქაროთ, თორემ მერე შეიძლება გვიანიც აღმოჩნდეს.
- არა, ორ საათში უნივერსიტეტში ლექციებიც იწყება, და ბარემ იქ მივიდეთ, თაკოც იქ იქნება.
დილით, ცხრის ნახევარზე ზურა და გია უკვე უნივერსიტეში იყვნენ. თაკო ლექტორის კაბინეტში დახვდათ.
ზურა : უკაცრავად! შეიძლება?
ლექტორი : მობრძანდით!
თაკო : ზურა, გია. . . რა ხდება? ხომ არ იცით თეა სად დაიკარგა? უკვე ორი კვირაა არაქრ გამოჩენილა. Vერანაირად ვერ ვუკავშირდები, სახლშიც არაა, მისი ნათესავებიდან ვისაც მე ვიცნობ არავინ არაფერი იცის. ჩვენმა ლექტორმაც ამის გულისთვის დამიბარა.
ზურა : მე კი ბოლოს გუშინ ვნახე. ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო. შტუდენტი გოგოების გაუჩინარებაზეც რარაცეებს ბოდავდა.
ლექტორი : ამ საქმესთან მას რა კავშირი ჰქონდა?
თაკო: აჩემებული ჰქონდა, დაკარგულების ადგილსამყოფელი იცოდა. Aმბობდა ; ისინი ცოცხლები აღარ არიან და ისიც ვიცი ვინ მოკლა, ახლა კი დამამტკიცებელი საბუთი უნდა ვიშოვოო."ამის შემდეგ გავიდა ორი დღე და მითხრა : ,,დამამტკიცებელი საბუთიც ვიშოვეო." ღარაც ვიდეოფირი იყო. როცა ვკითხე მკვლელის ვინაობა, არ მიპასუხა და არც ფირი მაცვენა, შენთვის ასე ჯობსო.
ზურა : ე.ი ეს ის კასეტაა, რომლის გადმოცემაც გუშინ უნდოდა.
ლექტორი ანერვიულდა.
- ხომ არაფერი უთქვამს?
- Aარა, არაფერი.
ლექტორი : უკაცრავად, უნდა გავიდე, სასწრაფო საქმე მაქვს, თუ რამეში დაგჭირდით, არ მოგერიდოთ!
ზურა : დიდი მადლობა და უკაცრავად!
როდესაც ლექტორის კაბინეტიდან გამოვიდნენ, მოილაპარაკეს, რომ ზურა ბინაში ავიდოდა და თეას ზარს დაელოდებოდა.
მართლაც, როცა ზურა ბინაში ავიდა, ტელეფონმა დარეკა. Iმედმოცემული ყმაწვილი ტელეფონს მივარდა იმის მოლოდინში, რომ თეას ხმას გაიგონებდა, მაგრამ შეცდა. . .
ზურა : თეა, შენ ხარ?
უცნობი : არა, თეა არ ვარ. თუმცა ვიცი ეხლა სად და რა მდგომარეობაში იმყოფება.
ზურა : სად ვნახო, მითხარი სადაა! ღას დამუნჯებულხართ.
როცა უცნობმა ზურას მისამართი ჩააწერინა, ტელეფონი გათიშა.
ზურა : ნეტა ვინ იყო, ნუთუ მას ჰყავს ჩემი სიხარული ცხოვრების აზრი? ღმერთო, იმედია ცოცხალი და უვმებელი დამხვდება.
ძურა მაშინვე იმ მისამართზე წავიდა, მარტო. . . მას ორსართულიანი, მიგდებული სახლი დახვდა.
- ნეტა თეას აქ რა ესაქმებოდა?! Aამ სახლში აშკარად დიდი ხანია რაც არავის უცხოვრია.
ფიქრობდა გაკვირვებული ზურა.
ზურამ უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ეგონა, რომ ვიღაცამ მწარედ დასცინა. Mმაგრამ გულმა უგრძნო, რომ უნდა შესულიყო. რაღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და ამიტომ შესვლა არ უნდოდა, მაგარ ბოლოს მაინც შევიდა. შევიდა და. . . სჯობდა სულ არ შესულიყო, რადგან იმას აღარ იხილავდა, რაც - ეხლა. ძურას თავლთ დაუბნელდა და მუხლებში მოიკეცა. Mის წინ ეგდო სისხლში ამოსვრილი თეა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა უკვე ნელ-ნელა მიდიოდა ამ უსამართლობით და ბოროტებით სავსე წუთისოფლიდან. Mის გვერდზე ეგდო სისხლიანი დანა. ჟერ კიდევ გონზე ვერმოსულმა ზურამ ეს დანა ხელში აიღო, თეას თვალებში ჩახედა და თავის მოკვლა დააპირა. Mაგრამ თეამ თავს ალა დაატანა და ძლივსძლიობით თქვა:
- ზურა, ეს არ გააკეთო! ჩემი ხსოვნის ხათრით. Mმინდა. . . (ამოიკვნესა) მინდა რომ სიკვდილის შემდეგ ვინმეს ვახსოვდე და ეს ადამიანი შენ უნდა იყო. ზურა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ!
ეს სიტყვები იყო უკანასკნელი, რაც მისმა მშვენიერმა ბაგეებმა წარმოთქვეს, ამის შემდეგ თეამ სული განუტევა.
ზურა : თეა, ეს ვინ გაგიკეტა. ღატომ, ღმერთო, რატომ? შენ ხომ არაფერი დაგიშავებია. Aხლაც ისეთივე ლამაზი ხარ, როგორ სიცოცხლეში! Aარა, შენ არ მომკვდარხარ! შენ მუდამ ჩემს გულში იცოცხლებ, ცასი, უფლის ანგელოზებს შორის ულამაზესი იქნები!@
ამ დროს ოთახში მილიციელები შემოვიდნენ. ძურას კი ის სისხლიანი დანა ისევ ხელში ეკავა,
- დააპატიმრეთ! Yველაფერს პოლიციაში გავარკვევთ.
ზურა კი დაბნეული იდგა და ავერ გაეგო თუ რა ხდებოდა.
შწორედ ახლა აღმოაჩინეს დანარჩენი ოთხი სტუდენტის გვამი, რომელთა მკვლელობაზე თეა ლაპარაკობდა. 11-11 ჭრილობა გქონდა ყველას მიყენებული სწორედ იმ დანით, რომელიც ახლა ზურას ეჭირა.
როცა გიამ და თაკომ ზურას დაპატიმრების ამბავი გაიგეს, მაშინვე მიაკითხეს.
გია : ზურა, ეს სიმართლეა?
თაკო : თეას კი უყვარდი და ეგონა რომ შენც გიყვარდა. Mმას. . .
ზურა : გაჩუმდი! Mმე თეა საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა! დღეს დილით კი ვიღაცამ დამირეკა და Mმითხრა, რომ თეას სწორედ იქ ვიპოვიდი. მეც წავედი. როცა სახლში შევედი, თეა უკვე ეგეთ მდგომარეობაში დამხვდა, თვალთ დამიბნელდა და მუხლებში ძალა გამომეცალა. მას კი ღმერთმა უწყის რამდენი ჭრილობა ჰქონდა. . .
გია : 11.
ზურა : რა თერთმეტი?
გია : თერთმეტი ჭრილობა. . .
ზურა : ღმერთო! მე. . .
სიჩუმე ჩამოვარდა.
გია : შენი მჯერა. რადგან დღეს დილით მილიციაში დაურეკავთ სწორედ იმ დროს, როცა შენ იმ სახლში იმყოფებოდი. ეს ამიტომაა, რომ შენ ახლა მთავარი ეჭვმიტანილი ხარ. ჩვენ გვჭირდება საბუთი, რომელიც შენს უდანაშაულობას დაამტკიცებს.


* * *
სასამართლო დარბაზი:
ამ ყველაფერს ზურა ჩვენების სახით იხსენებდა.
ზურა : ეს ყველაფერია რაც მე ვიცი. აღარცერთ კითხვას აღარ გავცემ პასუხს. რაც გინდათ ის მიყავით.
ზურას ადვოკატი არ აუყვანია. ხოლო მრალმდებელი მხარის ადვოკატი იყო თეას ლექტორი.
ზურას მიცემული ჩვენების შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა.
ამ დროს გია და თაკო სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მათ შერჩენოდათ უკანასკნელი იმედი იმისა, რომ იპოვიდნენ ზურას უდანაშაულობის დამამტკიცებელ საბუთს. ისინი მივიდნენ იმ სახლში, სადაც თეას და სხვა დაღუპული სტუდენტები აღმოაჩინეს.
ამ სახლში შესვლისთანავე თაკოს ცივმა ოფლმა დაასხა და ცრემლები მოერია.
გია : ახლა ამის დრო არ არის. გაიხსენე აქ რისთვის მოვედით! მთელი სახლი ხელახლა უნდა გავჩრხიკოთ და იქნებ რაიმე ვიპოვოთ.
- გგონია ამას აზრი აქვს? მილიციელებმა უკვე გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
- რაღაც არა მგონია სარდაფში ჩასულიყვნენ.
- მაშ, რაღას ვუცდით?!
სარდაფში ჩასვლისთანავე გიამ შეამჩნია ახლად მიშენებული აგურის კედელი.
გია : შეხედე!
თაკო : ეს რა არის?
გიამ კედელი ადვილად გაანგრია.
თაკო : ნახე! რაღაც ფირია. ნეტავ რა არის ჩაწერილი?
მათ სწრაფად მონახეს მოძველებული ვიდეო და ტელევიზორი დაქ მაშინვე ჩართეს ფირი.
ამ ფირზე ჩაწერილი იყო ყველა სტუდენტის მკვლელობა. მათ შორის თეაისიც. მკვლელი კი იყო ის პიროვნება, რომელზეც ეჭვის მიტანაც კი შეუძლებელი იყო. ეს პიროვნება იყო თეა ლექტორი.
თაკო : ნამდვილი მანიაკია!
გია : ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვეძებდით. დრო არ უნდა დავკარგოთ.
ამ დროს მოსამართლეს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა.
მოსამართლე : ყველა ფაქტის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ზურაბ წერეთელს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. . .
ზურას გული სწყდებოდა არა იმაზე, რომ თავისუფლებას კარგავდა, არამედ იმაზე, რომ მას სდებდნენ ბრალს მისი ყველაზეარსების მკვლელობაში. ამ დროს ზურას გულში უტრიალებდა ერთი აზრი : ,,ნეტავ ვინ. . . ვინ გამოგასალმა სიცოცხლეს. ნეტავ ვიცოდე დ აიმ ადამიანს, უფროსწორედ ,,ცხოველს" ერთ წუთსაც აღარ ვაცოცხლებდი. მერე თავსაც მოვიკლავდი, რათა შენ მენახე. იქ, ცაში, უფლის ულამაზეს ანგელოზებს შორის!"
ზურასთვის უკვე ხელბორკილები უნდა დაედოთ და გაეყვანად დარბაზიდა, როცა გია და თაკო შემოცვივდნენ.
მოსამართლე : აქ რა ამბავია?
გია : მოიცადეთ? ჩვენ გვაქვს ზურას უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც წესით პოლიციეს უნდა მოეძია და შემგომ შესაბამისი ფაქტების საფუძველზე უნდა გამოგეტანათ განაჩენი. . .თუმცა თქვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ გავაკეთეთ და ახლა ნება დაგვრთეთ ეს ფირი გაჩვენოთ.
ზურას სახეზე ფერი დაუბრუნდა. . .
მოსამართლის განკარგულების თანახმად დარბაზში შემოიტანეს ვიდეო და ტელევიზორი და ყველას თვალწინ ჩართეს ფირი.
ყველაფერი ყველასთვის ნათელი და გასაგები გახდა.
ლექტორი : ახლა თავს ვეღარაფრით გავიმართლებ. ორიოდე სიტყვის თქმის ნება დამრთეთ!
მოსამართლე : გაუშვით! ილაპარაკოს!
ზურა მას ზიზღით უყურებდა და გიას რომ არ დაეჭირა შეიძლებოდა რომ მართლა მოეკლა.
ლექტორი : იმედია თავს არ შეგაწყენთ. ამ ამბავს იმიტომ არ ვყვები, რომ თავი შეგაცოდოთ, არა, ასე არ იფიქროთ! უბრალოდ მინდა გულიდან ამოვანთხიო ის, რაც ამდენი წლის მანძილზე არავისთვის მომიყოლია. . . არც იმას გთხოვთ, რომ ჩემი ამბავი გულთან ახლოს მიიტანოთ, არც თავის გამართლებას ვცდილობ. უბრალოდ. . . არვიცი რატომ მინდა ამის მოყოლა, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე და ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ და მერე თუ გინდათ ქვები დამიშინეთ!
როცა ჩემი მშობლები დაქორწილდნენ, არცერთი მათაგნი მდიდარი არ ყოფილა, უფროსწორედ რომ ვთქვათკი ორივე ძალიან ღარიბი. . . თუმცა მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ. მალე მეც გავჩნდი. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო, ულამაზესი. . . ერთხელ მას შემთხვევით თვალი მოჰკრა ცნობილი სამოდელო სააგენტოს მფლობელმა, ძალიან მოეწონა დედაჩემი და თავის სააგენტოში მაღალანაზღაურებადი კონთრაქტის გაფორმება შესთავაზა მოდელად სამუშაოდ. დედაჩემი დასთანხმდა. . . რომ არ დასთანხმებოდა. . .თუმცა ამას რარა მნიშვნელობა აქვს! როცა ეს მამაჩემმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დედაჩემმა მეც მიმატოვა კარგი სამუშაოსა და მდიდარი საყვარლის გულისთვის. მაშინ მე 11 წლის ვიყავი. მამაჩემმა ლოთობა დაიწყო. გამუდმებით მცემდა და თაქვის უბედურებად მე მაბარალებდა, დღემდე ვერ ვხვდები რაში ვიყავი დამნასავე. თუმცა მალე ისიც დაიღუპა. მეზობლებმა ბავშვთა სახლში მიმაბარეს. იქიდან კი ერთმა მდიდარმა ოჯახმა მიშვილა. უშვილოები იყვნენ და უბრალოდ მემკვიდრე უნდოდათ. უცხოეთის საუკეთესო სასწავლებლებში ვსწავლობდი, ყოველთვის საუკეთესო!
სტუდენტი ვიყავი, საბოლოოდ კი ჩემგან კარგი იურისტი დადგა. მაგრამ მთელი ცხოვრება რაღაც მაკლდა. . . ეს იყო სითბო, მშობლების სიყვარული. . . ფული ყოველთვის მქონდა, საკმარისზე მეტიც კი. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა. სიყვარული, სითბო მწყუროდა.
შემგომში შევხვდი ერთ გოგონას, მართლა ძალიან ლამაზი იყო, მე, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე არავინ არ შემყვარებია, მან თავბრუ დამასხა. მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ვჩერდებოდი, ყველგან ის მელანდებოდა. მალე ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი, აღმოჩნდა, რომ მასაც ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემს თავს ვაჯერებდი და თავი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი მეგონა. შემდგომში მითხრა, რომ მოდელობა უნდოდა და ამისათვის თანხები ესაჭიროებოდა, ის კი საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო. მე მის ამ სურვილზე, მძიმე მოგონებების მიუხედავად, თვალი დავხუჭე და ყველანაირად გვერდში დავუდექი. მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ მას მხოლოდ ანგარება ამოძრავედა და მარტო ჩემი ფული უნდოდა. . . როდესაც ამას მივხვდი, იგი უკვე ძალიან მიყვარდა, ანგელოზი მეგონა, ვაიდეალებდი და მის გარეშე ჩემი სიცოცხლე ვერ წარმომედგინა... ამიტომ ამ ამბის გაგების შემდეგ თავის მოკვლის ზღვარზე ვიდექი, მაგრამ არა. . . თავი არ მომიკლავს, რაღაცამ შემაჩერა. . . ჩემში რაღაც არაადამიანურამა ზიზღმა გაიღვიძა, მაგრამ არა იმ ადამიანის მიმართ,!
ის ისევ ისე ძლიერ მიყვარდა. . . ეს იყო ზიზღი მოდელებისადმი, ამ გრძნობამ შემიპყრო და გადავწყვიტე ყველა მოდელი, ვინც კი შემხვდებოდა, სიცოცხლეს გამომესალმებინა. ვიცი, ეს სიგიჟეა, ვიცი, მანიაკი ვარ, მაგრამ ჩემს თავს ვერ მოვერიე, მეტისმეტად სუსტი აღმოვჩნდი. თითოელი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ჩემი თავი უფრო მეტად მეზიზღებოდა, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი, ხოლო მაშინ, როცა ჩავიხედავდი, ვხედავდი ურჩხულს, რომელსაც არ ვიცოდი რა ერქვა. მემგონი მიხვდით, თუ რატომ იყო ყველა მსხვერპლი მოდელი. რატომ ჰქონდა ყველას 11_11 ჭრილობა? იმიტომ, რომ ყველა ჩემი უბედურება 11 წლის ასაკში დაიწყო, ვიცი, ეს სიგიჟეა და ამას სხვა ახსნა არ გააჩნია. სულ ესაა რისი თქმაც მსურდა, ეხლა კი როგორ გენებოთ, ისე განმსაჯეთ."
ხალხი დაიბნა, არ იცოდნენ რა ეფიქრათ ლექტორზე. ზოგს ეცოდება და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ზოგს ამ მძიმე აღსარებამაც კი ვერ მოულბო გული.
თუმცა ლექტორს მაინც სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ოთხკედელს შუა გამომწყვდეულს უნდა გაეტარებინა, არამედ იმიტომ. . . თუმცა, მისთვისაც ძნელი იყო ამის გაგება. შეიძლება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოუწია მისი მძიმე წასულის გახსენება. . . ანდაც იმიტომ. . . იმიტომ რომ. . . ძნელია ამ კითხავზე პასუხის გაცემა, რადგან არ მინდა ვინმეს თავზე შემოვახვიო ჩემი აზრი. ზოგი ლექტორში დაინახავს ადამიანის ტყავში გარდასახულ მხეცს, ზოგი კი _ დაჩაგრულ, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანს. ამიტომ იმის განსჯა, თუ რისი იყო ეს ცრემლები, თითოეული თქვენგანისთვის მომინდვია!
მილიციელებს მისთვის უკვე ხელბორკილები უნდა დაედოთ, როცა ლექტორმა ერთ-ერთ მათგანს იარაღი ამოაცალა. ხალხი უკვე აშლილიყო თავისი ადგილებიდან, როცა გასროლის ხმა გაისმა. ყველამ ბრალდებულის სკამისკენ გაიხედა. ლექტორი ძირს ეგდო და ზურას შეჰყურებდა, თითქოს პატიებას სთხოვდა. ზურა კი იდგა უძრავად. გულის სიღრმეში შეიძლება ეცოდებოდა კიდეც, მაგრამ ადამიანური ემოციები არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მისთვის ეპატიებინა.

ამის შემდეგ გავიდა წლები. გიას და თაკოს ერთმანეთი შეუყვარდათ. თაკომ ტყუპები გააჩინა : გოგო და ბიჭი. სახელად კი თეა და ზურა დაარქვეს.
ზურამაც მოიყვანა ცოლი და სწორედ ჯვრისწერის დღეს გამოეცხადა მას თეა. ანგელოზს ჰგავდა. მან ზურას გაუღიმა და წამში გაქრა. ამან დანაშაულის გრძნობა გაუქრო ზურას. მას ეგონა, რომ მისი ქორწინებით თეას ხსოვნას ღალატობდა, თუმცა ახლა ასე აღარ თვლიდა.
ზურამ დარჩენილი წლები თავის ოჯახტან ერთად ბედნიერად გაატარა, მაგარმ თაე მის გულში დარჩა როგორც პირველი, დიდი და წმინდა სიყვარული, რომლის დავიწყებაც მისთვის შეუძლებელი გახდა
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1943 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/6
სულ კომენტარები: 3
2011-12-09 - 8:19 PM

cry cry cry cry cry cry magaria

2011-09-08 - 7:29 PM

kai iyo magram uketesic sheilebodaa...dzaan ubralod iyo dawerili....:) wink

2011-07-11 - 6:39 PM

cry cry cry cry cry cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.