Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » ვერ შეგიფერებ მეთქი ვამბობდი......
7:16 PM
ვერ შეგიფერებ მეთქი ვამბობდი......

ვერ შეგიფერებ მეთქი ვამბობდი,
ვერ შეგიფერე კიარადა ,
ვერ შეგიფარე...
და დაგიფარე ალბათ ჩემი
სიჯიუტისგან,გიხსენი ვგონებ
ეჰ არ ვიცი რატომ ვწერ ახლა,
რას გაგაგონებ მე შენ 
აქედან ,რას გაგაგონებ?!
გადაჭრილ მორებს ხაზებს უთვლის
მზერა წრეზე და
მე ვიცნობ იმ ბიჭს
წლების წინ რომ თურმე მეძებდა
ჭიამაიის ნარჩევ ამინდს 
როგორც ეძებენ
მერე ვერ ძლებენ ერთმანეთის გარდა 
ვერ ძლებენ 
და ასე ზანტად ,ასე ურცხვად გასულ წამებში
მე ვეძებ წარსულს შენგან დამტკბარს
შენზე დაგეშილს....
როგორც არეულ მარტის ქუჩებს კოცნის ქარები
ისევე ვკოცნი ხელისგულს და 
სულ მენატრები...
ვწერ ისე ჩემთვის და ათასი კითხულობს ვგონებ,
რას გაგაგონებ მე შენ ეხლა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 870 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.