შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია, შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს, შენ დედოფლების დიდო ფერიავ... შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი, არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია, შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო... ვერც რაფაელი, ვერც ფიროსმანი, ვერც კონსტანტინეს ფიქრთა მორევი ვერ დაგხატავენ, ვერ დაგხატავენ შენ სურათს მხოლოდ მე მოვერევი. როგორ დაგხატავ არც კი კითხულობ სიყვარულია ნიჭი ყოველის, აი, ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ აი, ამ გრძნობას შენგან მოველი.
|