2:57 PM უსმენთ ვარდების წითელ ღაღადის | |
* * * უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს, ქალწულთა უარს კოკრების გაშლას, თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის, ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე, სურნელოვანი ბწკარის საყელო და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ პოეტი-უცხო და უსახელო. ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის, გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ, ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"! ვკითხულობდი და ჩამომეძინა... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |