Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 27 » უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე
8:11 PM
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე




უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილიშემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.
და ჭკნება,ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ ასებობს   უსიყვარულოდ!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 902 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-01-28 - 11:01 AM

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..
გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...
მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...
არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...
ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–
და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.