Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » უკანასკნელად მომიყევი ზღაპარი დედა
3:51 PM
უკანასკნელად მომიყევი ზღაპარი დედა

უკანასკნელად მომიყევი ზღაპარი დედა
კვალვ ჩაეძინათ
ლაფაროზე ფრთასველ ბეღურებს
შენს გარდა თურმე
ქიმერები ყოფილან ყველა და მაპატიე,
სწორედ შენ ერთს ვერ გიერთგულე... მე ჩამიარა
უცნაურმა დღეების წყებამ,
ათას ტკივილში გაიზარდა
ჩემი სხეული,
უკანასკნელად
მომიყევი ზღაპარი დედა,
უკანასკნელად გადაფურცლე ძველი რვეული...
სველ დერეფანში
შენი ჩრდილი ისე მცილდება,
ვით დაცლილ პორტზე -
უკანასკნელ გემის ხმაური
ქვის კიბეებზე იის შუქი გაიცრიცება
და დაემხობა სარეცელზე აურზაურით...
გადამარჩინე
უსულგულო დღეთა ქაოსებს,
ერთგულ ღიმილით რომ მიმზერენ
ქონდრის კაცები,
ზღაპრის გარეშე
ვერაფერი ვერ გამაოცებს
და უსაფუძვლო მოლოდინით დავიქანცები...
უკანასკნელად
მომიყევი ზღაპარი დედა,
კვალვ ჩაეძინათ
ლაფაროზე ფრთასველ ბეღურებს,
შენს გარდა თურმე
ქიმერები ყოფილან ყველა -
და ჩადენილი სიკეთისთვის სჯიან ერთგულებს...

უკანასკნელად მომიყევი ზღაპარი დედა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 798 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.