Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » უიმედოდ
5:58 PM
უიმედოდ

უიმედოდ,
გამომშრალა ღამე...
შენც ტუჩებზე შეგშრობია კოცნა...
იქნებ, მაინც მომიხერხო რამე,
იქნებ, უკვე აღარა ღირს მოცდა...

ისევ ღამე,
მეფერება უხმოდ...
და შენც ტანზე შეგპარვია დაღლა...
ახლა, ისევ მოგონებებს ვუხმობ,
ისევ ისე მენატრები ახლა...

ღამე მოკლავს,
ჩასაფრებულ იმედს...
მაინც ისევ დაგადევნებ ლოცვას...
ვიცი, მაინც დამიბრუნებ იმდენს,
რამდენიც ღირს შენი ნაზი კოცნა...
ისევ ქარი,
დაუბერავს ღამე...
და ტუჩებზე დაგადნება კოცნა...
იქნებ ჩემთვის გაიმეტო რამე,
თუნდაც ერთი უმნიშვნელო ლოცვა....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1096 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.