5:51 PM უეცრად... | |
მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე - მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა! მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით, მსურს დავითმინო ეს განსაცდელი, გული გავსილი ბოღმით. . . მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან, თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად. მაგრამ დრო მიდის, დრო არ ჩერდება. . . . წარსული მრჩება სევდად, მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ . . . თუმცა არ მოვალ შენთან ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად, ვიცი რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგანარ მოხვალ ჩემთან. ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას, დაიგვიანე უკვე... და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია უკვე ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |