Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » უდარდელი დადიოდე
12:34 PM
უდარდელი დადიოდე

მინდა სასმელივით დაგეცალოს,

სადმე მტერი თუ გყავს, ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.

მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.

მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.

მინდა სასმელივით დაგეცალოს,
სადმე მტერი თუ გყავს ,ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1442 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.