Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » თვალებზე დაწერილი ლექსი
5:21 PM
თვალებზე დაწერილი ლექსი

მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი
და ჩუმად შენზე ვუყვები მთვარეს.
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი,
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს.

ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით,
მე კი ვჩურჩულებ: "ეს ხომ ის არის,
ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით?!"

შენზე ფიქრები მქანცავენ ისე,
რომ ვეღარ უძლებს გული იარას
და თუკი წარბებს შემიკრავ ისევ,
ხვალ შხამით სავსეს დავლევ ფიალას.

და თუნდაც გაქრეს სიცოცხლე მწარე,
ეს სიყვარული დამრჩება გულში,
ოღონდ მითხარი დღეს ერთი რამე,
თუ როგორ ჩუმად გიყვარდი გუშინ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1322 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.