4:51 PM თუ ჯერ კიდევ გახსოვარ, მინდა რომ ისევ ისეთი ვიყო შენს მოგონებებში | |
ისევ ის მახსოვხარ, მართალია დრომ შენი ნაკვთები გააქარწლა, მაგრამ ჩემი გული ისევ შეიგრძნობს მათ. . . ამდენი დრო გავიდა და მე მაინც შენთან ვარ, შენთან... ვერ გაურბივარ შენზე მოგონებებს და ამ განცდით დავეხეტები ამ ცოდვილ მიწაზე. . . ალბათ დაგაინტერესებს მე როგორი გავხდი? დრომ, ასაკმა თავისი გაიტანა და მეც შევიცვალე... მაგრამ არაფერს მოგწერ. . . თუ ჯერ კიდევ გახსოვარ, მინდა რომ ისევ ისეთი ვიყო შენს მოგონებებში, მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე და შენზე შეყვარებული. . . ჩემს ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს, საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობ, თითქოს ნიაღვარმა გამიტაცა და მარადისობისაკენ მიმაქანებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |