Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » წყვილი ან დუეტი
12:28 PM
წყვილი ან დუეტი
დღეს შენზე ლექსების დავიწყე შენება
და ძილი მოვკალი მთვარიან ღამეში,
ამჯერად სხვებისთვის ბანალურ
თენებად,
ჩემი ცა გეღვრება მოლურჯო თვალებში.

რამდენი სიტყვა და რამდენი ქარაგმა,
დავაწყე, მერე კი უთქმელი გავუშვი,
უბრალო ფრაზებმა ფურცლები დაქარგა,
ვინ იცის, რამდენი შეცდომა დავუშვი.

და მაინც გრძნობები ავშალე გულიდან,
იტყვიან, გავმხდარვარ ძალიან მარტივი,
ლოდინი, რაც ვფანტე აქამდე უბიდან,
მეყო და რატომღაც ვირევი "მარტივით”.

შენც სადღაც დაკარგე ჩვეული სიდინჯე,
ალბათ გადამდებიც გახდა ხასიათი,
მე კი გენებიდან დამყვება სიშიშვლე,
მგონი ამ მიზეზით სულში გამიათდი.

მე და შენ
თენება გვეღვრება თვალებში,
ცა კი გვახვევია როგორც ამულეტი,
სულელო, სიგიჟედ დამიხვალ ძარღვებში,
დღეიდან გვერქმევა წყვილი ან დუეტი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 796 | დაამატა: admin | ტეგები: წყვილი ან დუეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.