Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 16 » ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
7:49 PM
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
 

 * * *
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 716 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-01-21 - 9:19 AM

dzalian magari leqsia!

2011-01-19 - 11:28 AM

afro

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.