Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » ტკივილი
10:15 AM
ტკივილი




უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 876 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.