Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » ტექსტად გაქციე...
12:30 PM
ტექსტად გაქციე...

ტექსტად გაქციე...
გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,
ახლა კარს ვაღებ და
გეუბნები _
გათავისუფლებ...
მზის სხივებივით
აიკრიფე ამ ფურცლებიდან _
სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,
წერტილებით და მძიმეებით,
კითხვისნიშნებით...
დამიტოვე თეთრი ფურცელი...
წადი და დარჩი ისევ უცვლელი,
თითქოს იყავი ოკეანე,
კენჭი გესროლეს
და არაფერი არ მომხდარა _
ყველა რგოლი გაიშალა
წყლის ზედაპირზე...

აიკრიფე ანიდან და ბანიდან
და განიდან და... ჰაედან...
თქმულიდან და უფრო მეტად
ართქმულიდან...
და მაპატიე, რომ ვერასოდეს
გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა
მრავალწერტილი...

მე გაპატიებ, რომ შეგეშალე
და რომ ვერასდროს ვერ გაიგე,
რაზე ვყვებოდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 827 | დაამატა: admin | ტეგები: ტექსტად გაქციე... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.