სთქვი
რომ ძუნწი ვარ სიყვარულში შენი მსახური, ვერ
დავაფასე შენი გრძნობა რასაც მავალებს, თუმცა
ტრფიალი მე გულში მაქვს შემონახული, მიტოვებული
დამრჩა შენი ჩუმი სავანე. სხვასთან
ვლაღობ და სხვა მხარეში რას
არ ვედები, შენი
მიჯნური სხვა გრძნობისკენ მივექანები, შენგან
წასული აღმა-დაღმა დავეხეტები და
ქარებს ვანდე ჩემი სულის იალქანები. აღვირახსნილი
ჩემი გრძნობა მინდა დალახვრო, ჩემი
გრძნობები
შეაჩვენო ჩემო იმედო წარბი
შეკარი, ოღონდ ზიზღი არ
დამანახო, სიძულვილისთვის
არასოდეს არ გამიმეტო, გასოვდეს!-
გრძნობამ მაიძულა გზიდან აცდენა და
გღალატობდი
შენი გრძნობის გამოსაცდელად.
|