Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » სხვისი ცოდვები
0:56 AM
სხვისი ცოდვები


ტაძრის კედელთან მდგარი დილიდან
სამრეკლოს ზარებს დაველოდები.
საქართველოში რა ადვილია,
გადაგაბრალონ სხვისი ცოდვები.
გულთამხილავო, რამეთუ ვიცი
გაუტანლობა ამ წუთისოფლის,
ძნელია მაინც
ვიტვირთო სხვისი,
როდესაც ჩემი ცოდვები მყოფნის.
ღამე ვათიე თუ არ ვათიე,
სიზმარშიც შენი სანთელი მენთო,
ისევ შემინდე და მაპატიე
ჩემი და სხვისი ცოდვებიც, ღმერთო!

არჩილ სულაკაური

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1088 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.