Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » სიცოცხლე გავრისკე
12:29 PM
სიცოცხლე გავრისკე
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.

ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას,
აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს,
სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია
და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 810 | დაამატა: admin | ტეგები: სიცოცხლე გავრისკე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.