Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 11 » ˙·٠•●๑۩۞۩๑სიყვარულის გარეშე๑۩۞۩๑●•٠·˙
11:35 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑სიყვარულის გარეშე๑۩۞۩๑●•٠·˙


ცხოვრებაში
მგონი წლების შემდეგ, პირველად ვარ უდარდელი, არ ვფიქრობ არაფერზე,
ცუდზე... კარგზე... 12 წლის ასაკის შემდეგ 15 წელი გავიდა, მიკვირს რომ
შემწევს ყველაფრის გადმოცემის უნარი, მაგრამ თან მიხარია...

12 წლის ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, უდარდელი ბავშვობა
მქონდა, მამა ცნობილი კაცი იყო, თავის საქმის პროფესიონალი... დედა მე და
ჩემს და ძმას გვივლიდა, ხანდახან თუ დაქალებთან ერთად სადმე წავიდოდა, ისე
სულ ჩვენთან მოდიოდნენ მისი დაქალები... ჩემი ძმა 16 წლის იყო, და კი
18ის... ულამაზესი იყო მაიკო, მთელს უბანს უყვარდა, თვითონ კი ერთი იდიოტი
კურსელი ბიჭი უყვარდა, იმ ბიჭმა არც იცოდა მგონი, არ მახსოვს... მასეთი
საქმეებისთვის პატარა ვიყავი... არც ვერეოდი ხოლმე... პრინციპში ჩარევას
ვერავინ დამიშლიდა რადგან ნაბოლარა მამას ცოტა გათამამებული ვყავდი... არ
მაინტერესებდა რა... ჩემი ძმა უფრო კაცობდა და მაიკოს ვითომ აკონტროლებდა,
ბევრჯერ მის თაყვანისმცემელსაც შეხვედრია... მამა ხშირად იცინოდა – ეს
ღლაპი 18-20 წლის ბიჭებს რომ ხვდება რას ელაპარაკება ნეტავო... მაიკო
ვატოს ასეთ საქციელს, უაზრო გამოხტომას ეძახდა და ხშირად ჩხუბობდნენ...
ერთადერთი უდარდელი ოჯახში მგონი მაშინ მე ვიყავი... არავინ მიყვარდა,
თუმცა მეც მამაჩემის თქვმის არ იყოს ვატოსთან შედარებით მართლა ღლაპი
ვიყავი და ვინ უნდა მყვარებოდა, ისე ჩემი ტოლი გოგოები მეპრანჭებოდნენ...
მე კი არც კი მაინტერესებდა ისინი... მე და ვატოს ერთი ძალიან დიდი საერთ
გვქონდა, ორივეს ნადირობა გვიყვარდა, 6 წლის ასაკიდან მახსოვს როგორ
დავიჭირე პირველად მამაჩემის თოფი და მწყერი როგორ მოვკალი... თუმცა ესეც
ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ის კარგად გამახსენდა როგორი ამაყი ვიყავი და
მთელი თვე ვმარიაჟობდი... აქიდან გამომდინარე 12 წლის ასაკში უკვე კარგად
ვეუფლებოდი იარაღს და საკმაოდ კარგადაც ვნადირობდი... სანადირო სეზონს არ
ვუშვებდით ხელიდან მე და ვატო არ წავსულიყავით ერთად, მარტონი, ან
მამასთან ერთად... მამასთან რათქმა უნდა ორივეს გვიხაროდა, იმიტომ რომ
ბევრ რაღაცას ვსწავლობდით მისგან... ორი ძაღლი გვყავდა, ორივე საუკეთესო
იყო... ისინიც თავს უფრო მშვიდად გრძნობდნენ ვხვდებოდით მე და ვატო, როცა
მამა გვახლდა... ეს სიამოვნება კი წელიწადში რამოდენიმეჯერ იყო, მამას
მოუცლელობის გამო... გული იმაზე გვწყდებოდა ხოლმე, როცა მამა მეგობრებთან
ერთად მიდიოდა რამოდენიმე დღე სანადიროდ, ჩვენ ვერც კი ვუბედავდით რომ
წაყოლა გვეთხოვა... ბედნიერი ბავშვობა მქონდა ნამდვილად... სანამ...

მაიკო დილით ჩვეულებრივ უნივერსიტეტში წავიდა, ვატო მოსამზადებელ კურსებზე
დადიოდა, და საღამომდე შინ არ ბრუნდებოდა... მეც სკოლიდან გვიან
დავბრუნდი, რადგან მეორე გაკვეთილის შემდეგ, შატალოზე წავედით, ერთი
მოსაბეზრებელი ისტერიჩკას გაკვეთილი გვქონდა... დავადეთ რა... ყველა ერთად
ზოოპარკში წავედით, მაგარი კარგი კლასი ვიყავით, ოცი ბავშვი, თითქმის
ერთნაირად ვაზროვნებდით, ერთმანეთთან კარგად ვიყავით და ძალიან კარგად
გვესმოდა ერთმანეთის, ვეხმარებოდით კიდეც ბევრ რამეში ერთმანეთს...
გოგოები კი მითუმეტეს მაგრა გვეხმარებოდნენ ბიჭებს, ყველაზე ძლიერ კლასად
ვითვლებოდით... იმ დღეს ზოოპარკში კარგად გავერთეთ და შინ დაღლილი
მივედი... დედა იყო მარტო, სახლს ალაგებდა, მე წამოვწექი, სამეცადინოდ არ
დავმჯდარვარ, რადგან წინ შაბათ კვირა იყო... წამოვწექი და ჩამძინებია...

კარზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა, მამა იყო... ასე ადრე დიდიხანი იყო არ
დაბრუნებილიყო, გაგვიკვირდა მე და დედას, მაგრამ მამა თურმე მხოლოდ
გამოსაცვლელად ყოფილა შემორბენილი, საქმიან შეხვედრაზე ყოფილა საღამოს
ვახშამზე დაპატიჟებული... დედამ როგორც ყოველთვის, სიამოვნებით გამოაწყო
მამა, და ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა... გასვლის წინ, ოთახიდა თავი
გამოვყავი – დედა არ გეშინია ქმარი ვინმემ წაგართვას? დედას გაეღიმა და
მამა გადაკოცნა... დავრჩით სახლში მარტონი... უცებ ტელეფონის ხმა გაისმა,
დედამ აიღო... მე ნაკლებად მივდიოდი ხოლმე ტელეფონთან...

- ბატონო... – როგორც ყოველთვის მშვიდი იყო დედაჩემის ხმა... – ხო დედი?!
კარგი დედა... ძალიან არ დაიგვიანო, გთხოვ, ხო იცი ვინერვიულებ... – და
დედამ დადო ტელეფონი... შემომხედა და – მაიკო იყო, შეაგვიანდება დღეს...

არაფერი მითქვამს ისევ ჩემს ოთახში შევედი და ტელევიზორის ყურება
დავიწყე... საღამო მოახლოვდა, ვატოც დაბრუნდა შინ, დაღლილი ჩანდა, ერთი
მგელივით მშია დე-ო თქვა და გამოსაცვლელად თავის ოთახში შევიდა, ამასობაში
დედამ გაამზადა საჭმელი და სამივე მივუსხედით სუფრას... ვატო ცოტა რომ
დანაყრდა, მაიკო მოიკითხა...

- მაიკომ დარეკა დღეს ცოტა შეაგვიანდება...

- სად არის?

- ჯგუფელებთან ერთად...

- არ მჯერა...

- ნუ დაიჯერებ...

- დედა მატყუებ ხო?

- რას გატყუებ შვილო?

- აშკარად იმ იდიოტს ხვდება დღეს... შუადღეს შემხვდა და გაბრწყინებული ჰქონდა თვალები...

- მერე შენ რა გინდა?

- რატომ უნდა ხვდებოდეს ვიღაც...

- ვატო, მაიკო არაფერს მალავს, ყველაფერი ვიცით...

- მერე რა?! მაინც არ უნდა ხვდებოდეს...

- რატომ? მაიკო სრულწლოვანია და აწი რომც გათხოვდეს წინააღმდეგი არ ვიქნებით არც მე და არც მამაშენი...

- გათხოვდეს არა...

- მაგარია... – გამოვყავი კუსავით ფეხი... ამასობაში ვატომ თავში წამომითაქა...

- რაა ბიჭო მაგარი? ლოღნე რა ეგ შენი საჭმელი...

დედა მშვიდად იყო, და ალბათ მეც დედაჩემის პოზიცია მეჭირა ამ შემთხვევაში...

მალე შინ, მაიკოც დაბრუნდა. იმ დღეს მართლა პირველად ვნახე მისი თვალები
განათებული, და ბაგეზე მშვენიერი სიცოცლით სავსე ღიმილი... დაფრინავდა კი
არ დადიოდა... არ დავინტერესებულვარ როგორც ყოველთვის რა უხაროდა, ერთი კი
ვიცოდი რომ იმ ბიჭს აუხსნია სიყვარული ვინც მას უყვარდა... და იმ დღეს
სწორედ მასთან ერთად იყო...

დრო გადიოდა, მე ისევ ჩემთვის ვიყავი, ვატო ისევ ბობოქრობდა და კაცობდა,
მაიკო ისევ ეჩხუბებოდა... დედ-მამა კი არ ერეოდნენ რადიკალურად მათ
კამათში, რადგან მაიკოს მათთან დასამალი არაფერი ჰქონდა...

არ მახსოვს სად და რატომ გავიციე თავი, მაგრამ იმ დღეს სიცხიანი ვიწექი,
კარზე კაკუნმა გამომაღვიძა, მომესმა მაიკოს ტირილის ხმა, ფანჯარას რომ
შევხედე უკვე გვიან იყო, დედა აწყნარებდა, ამშვიდებდა, მაგრამ მესმოდა რომ
ამ დაწყნარებას არანაირი შედეგი არ ჰქონდა, ვატო სახლში არ იყო, კიდე
კარგი, მე თავი მოვიმძინარე... არ მინდოდა ჩავრეულიყავი...

- მაიკო შვილო, რა გჭირს, რა დაგემართა? მომიყევი დედა...

- დედა სიკვდილი მინდა, აღარ მინდა ცხოვრება... რატომ გამაჩინა ღმერთმა ასეთი უბედური... ნეტა მახინჯი გაგეჩინე დედა...

- რას ლაპარაკობ შვილო, რა მოხდა?

- სიკვდილი მინდა დედა, მეტი არაფერი...

- რა მოხდა... რა დაგემართა... ვატოსთან გაქვს ისევ პრობლემა?

- რა ვატო დედა? რა ვატო? არ გესმის სიკვდილი მინდა... აღარ მინდა ცსოვრება, ან რომ ვიცხოვრო ჩემს მომავალს რა აზრი აქვს?!

- რა მოხდა?

- დედა...

ცოტახნით ლაპარაკი შეწყდა, ეტყობა მაიკოს გული წაუვიდა, რადგან დედაჩემის
გულსაკლავი ტირილი მესმოდა და როგორ მოთქვამდა შვილო მაიკოს... მერე კი
ეტყობა გონს მოვიდა... არ ვიცი როგორ გავძელი და როგორ არ გავედი...

- გულს რატომ მიკლავ? რატომ არ მეუბნები რა მოგივიდა?

- დედა... როგორ გითხრა... დგეს საზარლად მომქეცა ის არაკაცი...

- ვინ დედა?

- მამასთან რომ მოვიდა და ჩემი ხელი რომ თხოვა იმ მათხოვარმა დღეს... აუ
დედა, არ მინდა... არაფერი ამის მერე... სიკვდილი მინდა... მომეცი რამე,
წამალი დამალევინე... აღარ მინდა სიცოცხლე...

ეტყობა დედამ ამ მომენტში გულში ჩაიკრა, რადგან უკვე მოგუდულად ისმოდა სიტყვები და მხოლოდ რამოდენიმეს გაგონება მოვახერხე...

- დედა დღეს მე მან გამაუპატიურა...

12 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის შოკი აღმოჩნდა... დედაჩემის ხმა დიდხანს ვერ
გავიგე... ორივეს ტირილი მესმოდა... მაიკოს დამამშვიდებელი მისცა დედამ,
ვატო იმ ღამეს საბედნიეროდ ძმაკაცთან დარჩა, ეს ყველასთვის ხსნა იყო,
რადგან ეს არ გაიგო... უთუოდ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა... და ვერც
ვერავინ დააკავებდა... მე შედარებით მშვიდი ვიყავი... გვიან მამაც
მოვიდა... მაშინვე შეამჩნია ცოლის არაბუნებრივი საქციელი... ისიც ვიცოდი
რომ დედა მამას არ დაუმალავდა და სათანადო სიტყვებს პოულობდა... მამამ
ბოლოს ერთი იღრიალა, მაიკოს არ გაუგია, მას ღრმად ეძინა ალბათ... მე
ყურადღებას არ მაქცევდნენ, რადგან ჩემი ოთახი მოშორებით იყო, მაგრამ მე
ხომ მაინც მესმოდა ყველაფერი... დიდი შფოთვის და ვაების შემდეგ, საბოლოო
განაჩენი გამოუტანეს ჩემმა საკუთარმა მშობლემბა მაიკოს სიცოცხლეს... ის
უნდა გაყოლოდა იმ პირუტყვს... სხვა გამოსავალი აქ არ იყო...

მაიკო აღარაფრად ვარგოდა, არაფერი უნდოდა, გაყინული სახით ხვდებოდა
ყველანაირ გადაწყვეტილებას... მამამ იმ დღეს გულში, როცა საბოლოოდ
გადაწყვიტა გამოსარჩლებოდა იმ ოჯახს რომელიც რამოდენიმე თვის წინ მამასთან
ქალიშვილის ხელის სათხოვრად იყო მოსული... ერთი ოხვრით უთხრა,
გაძლიერებულიყო, რომ უვარდა ძალიან და რომ მისთვის კარგი უნდოდა, მაგრამ
ისიც ესმოდა რომ უსიყვარულოდ გათხოვება საშინელი იყო... მაგრამ სახელის
გამო უნდა შეგუებოდა... მამაჩემი ყოველთვის მკაცრი კაცი მეგონა, მაგრამ
საკუთარ შვილს თუ ასეთ სასჯელს მიუსჯიდა არ მეგონა... ჩემს ხმის ამოღებას
ვინ დაუგდებდა ყურს... ან რა აზრი ჰქონდა? უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი
იყო... ქორწილის დღე დაგეგმეს, მეორე მხარე ძალიან კმაყოფილი ჩანდა...
ჩემი სასიძო თვალით არ მყავდა ნანახი, ყოველთვის მის თავგამოდებულ დედ
მამას ვხედავდი ჩვენთან...

ქორწილის წინა ღამე იყო, მაიკო ამ ამბის შემდედ იშვიათად თუ გამოდიოდა
ოთახიდან, უნივერსიტეტსაც თავი მიანება... თავის შეყვარებულსაც დაშორდა,
მოიგონა რომ სხვა უყვარდა და მას მხოლოდ იყენებდა... იმ ბიჭის რეაქცია არ
ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო რომ მაიკოს არაადამიანად ჩათვლიდა, არადა მაიკო რა
შუაში იყო საერთოდ?!... ოთახის კარებზე დავაკაკუნე... ხმა არ გამცა...
შევაღე კარი... მოკუნტული იჯდა ლოგინზე და იქვე ჩამოკიდებულ თავის
საქორწინო კაბას უყურებდა გაყინული სახით... თვალები ნამტირალევი ქონდა...


- რა გინდა?

- არაფერი...

- მაშინ დამტოვე...

- მაიკო, არ გიხარია რომ ხვალ შენი ქორწილია...

- მიხარია...

- რატომ მატყუებ?!

- არ გატყუებ...

- რატომ გგონია რომ მე პატარა ვარ და ვერ გაგიგებ?!

- არ მგონია... დამტოვე...

- რატომ?

- იმიტომ რომ მარტო ყოფნა მინდა...

- არ გიყვარს შენ შენი მომავალი ქმარი...

- ვინ გითხრა რომ არ მიყვარს...

- ვხედავ...

- ნიკა თავი დამანებე თუ გიყვარვარ...

- მიყვარხარ და თან ძალიან...

- ხოდა თუ გივყვარვარ რაც გთხოვე გამიკეთე...

- ჯერ შენ მიპასუხებ შეკითხვაზე და მერე გავალ შენს თავს ვფიცავარ...

- და რა დიდი კაცივით მელაპრაკები ჩემო პატარა ძამიკოვ?

- მე დიდი კაცი ვარ!

- უი, რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე?!

- არ მაქვს... უსიყვარულოდ თხოვდები ხო?

- არა...

- აბა?

- არა...

- რა არა? გიყვარს?

- გადი გეხვეწები...

- არ დაგანებებ თავს...

ამ დროს კარი გაიღო და ვატოს თავი გამოჩნდა, გულში გავიფიქრე – ესღა გვაკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის-მეთქი...

- აბა პატარძალი როგორ არის?

მაიკომ ძალით გაიცინა...

- ეტყობა ნერვიულობს ქორწინების წინა დღეს ხო?

- აუ გადი რა ბიჭო რაა... – უცებ წამოვიძახე ხმამაღლა...

- რაა?

- არაფერი...

- ეს ვინ ააბლატავა?

- არავინ! წამოდი რა, გავიდეთ...

ორივეს გასვლაზე არ შემწინააღმდეგებია, დარწმუნეული ვარ მარტო დარჩენა რომ
მეთხოვა, მაშინ დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენი საუბარი და მაიკოც ჩერთვებოდა
მერე... მე კი არ მინდოდა ზედმეტად გაღიზიანებულიყო... თავისი მას ისედაც
ეყოფოდა...

დღე მაიკოს უბედურების და არა ბედნიერების... მამაჩემის გამოჩენილი
მეგობრები, პატივსაცემი საზოგადოება, დანათესავებული მხარის გაღიმებული და
ბედნიერი სახეები... ქორწილში მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო ამ უბედურების
გამზიარებელი, მე, დედა, მამა და თვით ჩემი უბედური და...

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1029 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.