7:59 PM სიყვარული მინდა ისე აგიწეროთ | |
სიყვარული მინდა ისე აგიწეროთ, როგორც დღემდე ასე არვის არ უცდია, იქნებ ჩემზე უკეთ უთქვამთ ყველაფერი, მაგრამ მსგავსი არაფერი განუცდიათ. სიყვარულმა მოახდინა სასწაული, მისი ძალით შეგვიძლია თავგანწირვა, და ამ გრძნობამ,რომ ვუყვარდით სასოებით, დაგვიცვა და ბევრი საფრთხე აგვაცილა. როცა გიყვარს,გიხარია ყოველივე, ეს ცხოვრება გაცილებით ადვილია, გაუფრთხილდი,ვისაც მუდამ ენატრები, უყვარხარ და უხარია შენზე ზრუნვა, არ დაკარგო საიმედო მეგობარი, გვერდით გყავდეს და იცხოვრე საამურად! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |