Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » სიკეთე (ბრძნული გამონათქვამი)
11:59 PM
სიკეთე (ბრძნული გამონათქვამი)

ერთი სიკეთეს, რომ უზამს კაცს, სამაგიეროს მოითხოვს მისგან. მეორე არ მოითხოვს, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ ასე იქნება.

და ბოლოს, მესამე, ჩალადაც არ აგდებს თავის გაწეულ სიკეთეს. იგი ვაზს ჰგავს, რომელიც უშურველად გვთავაზობს სავსე მტევნებს,არაფერს მოითხოვს ნაცვლად და კმაყოფილდება მარტო იმით, რომ ბოლომდე მოგვცა თავისი სიტკბო.

ასე რბის ცხენიც, ასე მისდევს კვალს მაძებარიც და ასე აგროვებს ფუტკარი თაფლს.

ამიტომ კარგი კაცი, გულწრფელად სიკეთის მაკეთებელი საქვეყნოდ არ გაჰყვირის – აი რა გავაკეთეო. არამედ უხმაუროდ გადადის შემდეგ კეთილ საქმეზე, მსგავსად ვაზისა, რომელიც ყოველი შემდგომი წლის ბოლოს ხელახლა ამწიფებს თავის მტევნებს...
კატეგორია: ბრძნული აზრები ♥ | ნანახია: 3537 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.